“იმედია უმრავლესობა საკუთარ უკომპრომისო პოზიციას გადახედავს”

ivanishvilii-margvelashvili_PK__11_საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფიგნგი გამართა და  განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ოპოზიცია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე შეთანხმდა. დოკუმენტი უკვე  გადაეგზავნა “ქართულ ოცნებას” .

“ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაც დათმო, მაგრამ შედგა მთავარი. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება “ქართულ ოცნებას” და ვენეციის კომისიას იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ უნდა შევძლოთ საერთომდე მისვლა, თანხმობამდე მისვლა. ის მითი, რომ საქართველოში განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები ვერ თანხმდებიან დამსხვრეულია. იმედი მაქვს, ეს დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობას უბიძგებს, რომ გადახედოს საკუთარ უკომპრომისო პოზიციას”, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას პარლამენტი მომდევნო კვირას მესამე მოსმენით უყრის კენჭს. მანამდე კი, სავარაუდოდ, 22 სექტემბერს, ვენეციის კომისიის დასკვნა გახდება ცნობილი. უმრავლესობის წევრები კენჭისყრისთვის ემზადებიან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მანამდე პრეზიდენტის მორიგი ვეტოს დაძლევა მოუხდეთ. 

image_pdfimage_print

Comments

comments