მეცნიერებმა დედამიწის მაქსიმალური ტემპერატურა დაადგინეს


Фото: pixabay.comმკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა კანადაში მდებარე კრატერი საგულდაგულოდ შიესწავლეს და დედამიწის მაქსიმალური ტემპერატურა დაადგინეს. 

აღნიშნული კრატერი თავის დროზე  მეტეორიტის დაცემისგან წარმოიქმნა. მკვლევარებმა მისტატინის კრატერის ქანები შეისწავლეს და ცირკონის კვალს მიაგნეს, რის წყალობით დაადგინეს, რომ მეტეორიტის დაცემის მომენტში დედამიწის ზედაპირი 2370 C°  გრადუსამდე გაცხელდა,რადგან მხოლოდ ამ ტემერატურის პირობებში წარმოიქმნება ცირკონიუმის კუბური ზეჟანგი.

კრატერი მისტატინი კანადის ნახევარკუნძულ ლაბრადორზე მდებარეობს და დღეისთვის ტბად არის ქცეული. მეცნიერების ვარაუდით კრატერი 38 მილიონი წლის წინ წარმოიქმნა.

 

newinform.com