გერმანიის არჩევნების შემდეგ ევრო გაუფასურდა

გერმანიის ფედერალური არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ევრო 0.4%-ით გაუფასურდა და მისმა ღირებულებამ $1.1906 შეადგინა.

ამის მიზეზად არჩევნებში უკიდურესად მემარჯვენე, ნაციონალისტური პარტიის მე-3 ადგილზე გასვლა დასახელდა.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ანგელა მერკელის ალიანსი არჩევნებში პირველ ადგილზე გავიდა, მან მთავრობის ფორმირებისათვის მანდატების საკმარისი რაოდენობა ვერ მოიპოვა, რის გამოც მას რომელიმე პარტიასთან, ან პარტიებთან მოუწევს კოალიციის შექმნა.

CNBC

image_pdfimage_print

Comments

comments