ჰერაკლეს სარკოფაგი ანტალიაში დააბრუნეს

Картинки по запросу Саркофаг Геракла 57 წლის წინ  თურქეთიდან უკანონოდ გატანილი ჰერაკლეს სარკოფაქი ანტალიაში დააბრუნეს. უნიკალური არტეფაქტი თურქულ მხარეს ანტალიის არქეოლოგიურ მუზეუმში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინსიტრის ნუმან კურტულმუშის თანდასწრებით  გადასცეს.

სარკოფაგი, რომელიც ძვ.წ.  II  საუკუნით თარიღდება, 1958 წელს, თურქეთში  არქეოლოგიური გათხრების დროს აღმაჩინეს.  ორი წლის შემდეგ ისტორიული ნივთი უკანონოდ გაიტანეს თურქეთის ტერიტორიიდან. უნიკალური ექსპონატის აღმოჩენა მხოლოდ 2010 წელს გახდა შესაძლებელი, მის კვალს ჟენევაში მიაგნეს.  დაიწყო სასამართლო დავა, რომელმაც  ამა წლის სექტემბრამდე გასტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით სარკოფაგი თურქეთის მხარეს დაუბრუნეს. ეს უკვე 41–ლი ექსპონატია, რომელიც მიმდინარე წელს თურქეთს დაუბრუნდა.

 

image_pdfimage_print

Comments

comments