საპენსიო რეფორმა 2018 წლიდან ამოქმედდება

 საქართველოში საპენსიო რეფორმა 2018 წლიდან ამოქმედდება. განცხადება ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“საპენსიო რეფორმის ამოქმედების ნაწილში არანაირი ცვლილება არ არის. როგორც იყო გაცხადებული და დაგეგმილი, საპენსიო რეფორმა ამოქმედდება 2018 წლის მესამე კვარტლიდან”, – თქვა გახარიამ.

პენსიებთან დაკავშირებით ცნობილია, რომ მთავრობა საპენსიო რეფორმის განხილვას თვის ბოლოდან დაიწყებს. რაც შეეხება თავად კანონპროექტს, ის სექტემბრის ბოლოს გამოქვეყნდება.  საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, დასაქმებული და დამსაქმებელი სახელმწიფო საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ორ-ორ პროცენტს შეიტანენ. დაგეგმილი საპენსიო რეფორმით, საწყის ეტაპზე, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩაერთვება ყველა დასაქმებული პირი.

image_pdfimage_print

Comments

comments