ევროკომისია კატალონიის რეფერენდუმს უკანონოს უწოდებს

ევროკომისია კატალონიის რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს და ამ განცხადებას ესპანეთის კონსტიტუციაზე დაყრდნობით აკეთებს.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში, ვერ ჩაატარებს.

“თუ რეფერენდუმი ესპანეთის კონსტიტუციის შესაბამისად ჩატარდებოდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ ბარსელონა ევროკავშირის გარეთ აღმოჩნდებოდა. თუმცა, ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, გუშინ კატალონიაში გამართული ხმის მიცემის პროცესი უკანონოა. ამ საკითხთან დაკავშირებული წმინდა სამართლებრივი ასპექტების მიღმა კომისია მიიჩნევს, რომ ახლა ერთობისა და სტაბილურობის დროა და არა გამიჯვნა-ფრაგმენტაციის”, – აცხადებენ ბრიუსელში.

1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი. კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენელმა ჟორდი ტურულმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესპანეთისგან დამოუკიდებლობაზე თანხმობა 90,09%-მა გამოთქვა, წინააღმდეგი 7,87% იყო, ამომრჩეველთა ბიულეტენების 2,92% კი გაბათილდა. აქედან გამომდინარე, მთლიანობაში ეს მაჩვენებელი 100,88 პროცენტს უდრის, რაც თეორიულად დაშვებულ რიცხვს ცდება.

independent.co.uk

image_pdfimage_print

Comments

comments