სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС-ი სააკაშვილის ადვოკატ მარკიან გალაბალაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“სააკაშვილი ითხოვს მისთვის მოქალაქეობის სტატუსის მინიჭებას, რომელსაც დამატებითი დაცვა სჭირდება. სიტყვა “პოლიტიკური თავშესაფარი” კი ყოველდღიურობაში გამოიყენება” – ამბობს ადვოკატი.

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკის სასამართლომ, ოდესის  ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დამნაშავედ ცნო და 3 400 გრივნით (130 აშშ დოლარი) დააჯარიმა.

ლვოვში სააკაშვილი მას შემდეგ ჩავიდა, რაც უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მისმა მხარდამჭერებმა ცოცხალი კორდონი გაარღვიეს.  უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს 26 ივლისს უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments