გიორგი ოსორაული: “კონგოელი გენერლებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ სოსო ცოცხალია”

კონგოში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის, სოსო ოსორაულის ძმის, გიორგი ოსორაულის განცხადებით, მას კონგოელი გენერლებისგან აქვს ინფორმაცია, რომ სოსო ოსორაული ცოცხალია. ინფორმაციას mtisambebi ავრცელებს.

გიორგი ოსორაულის თქმით, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მას უთხრა, რომ სოსო ოსორაულის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ საპროტესტო აქციას ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ გამოიყენებდნენ. ოსორაულმა აქცია ჩაშალა, სანაცვლოდ მინისტრი მას დაპირდა, რომ საკითხს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასვამდა და კონგოში გამგზავრებაშიც დაეხმარებოდა. გიორგი ოსორაული ამბობს, რომ მინისტრმა მოატყუა.

სოსო ოსორაულის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია 22 თებერვალს გავრცელდა. ქართველი მფრინავი წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ის შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

24 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, კონგოში მომხდარი შეტაკებების დროს ოსორაული, სავარაუდოდ, დაიღუპა, თუმცა მოგვიანებით, ბრიგადის გენერალმა, ამირან სალუქვაძემ განაცხადა, რომ ქართველი მფრინავის შესახებ, სხვა იქ მყოფი სამხედროებისგან მიიღო ინფორმაცია და ის ცოცხალია.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ელჩის ბექა დვალის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო სოსო ოსორაულის საქმესთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments