რა შედეგით დასრულდა პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრა ?

საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის  შეხვედრა დასრულდა. ოპოზიცია კვლავ ერთიანობას ინარჩუნებს და ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა– საარჩევნო სისტემის ცვლილება და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი პრიორიტეტებად რჩება და მისი გადახედვა არ იგეგმება.

მნიშვნელოვან სათხებად რჩება პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

“კომპრომისებისთვის მზად ვართ, მაგრამ არა პრინციპების ხარჯზე. ეს დაფიქსირდება ვენეციის კომისიასთან შეხვედრაზე. ამის შემდეგ ყველაფერი გახდება ცნობილია,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი ვენეციის კომისიაში იმყოფება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების პოზიციების გათვალისწინებით დააფიქსირებს პოზიციას. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, შალვა შავგულიძის თქმით, ის ძირითადი პოზიციები, რაზეც ოპოზიცია შეთანხმებულია და რაც 20 პარტიის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია ასახული, ისევ გაზიარებულია.

“კონსტიტუციასთან და კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევის უნარი გააჩნია სრულიად ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, გარდა ქართული ოცნებისა, ვინაიდან კონსტიტუციის უმთავრეს დებულებებზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი ხდება ქართული ოცნების გამოკლებით ყველა მოქმედ, ქმედით პოლიტიკურ ძალებს შორის”- განაცხადა შავგულიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის თქმით,  პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა მნიშვნელოვანია და ის ამ საკითხზე კონსულტაციებს უმრავლესობასთან და ოპოზიციასთან გააგრძელებს.

 

image_pdfimage_print

Comments

comments