“თბილისობა 2017” – ზე დაგეგმილი ღონისძიებათა სია

“თბილისობა 2017”-თან დაკავშირებით თბილისის მერიამ  დაგეგმილ ღონისძიებათა სია გამოაქვეყნა.

7 ოქტომბერი

• 12:00-20:00 – თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები – ევროპის მოედანი

• 12:00 -18:00 – ავტოშოუ – ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა/გაყიდვა – მეტეხის ხიდი

• 12:00-19:00 – საბავშვო კუთხე – ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე, მხიარული სტარტები, ანიმატორების კუთხე, დრამერების შოუ,ზღაპრის პერსონაჟები, საპნის პუშტების შოუ – რიყის პარკი/ამფითეატრი

• 12:00-19:00 – სპორტული კუთხე – ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ბატუტი, პარკური, ბოჩა (შშმ პირებისთვის), გოლფი, შავფაროსნების შოუ, ძალოსნობა – რიყის პარკი

• 12:00-19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის – “ახალი ტფილისი”.

• 12:00-19:00 – ფრანების ფესტივალი – სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის – რიყის პარკი

• 12:00-19:00 – ფოტოკვირეული ”ქოლგა თბილისი ფოტო 2017” – ერთი კადრის ნომინაციაში გასული ფოტოების გამოფენა – ლეღვთახევი

• 12:00-22:00 – ღვინის ფესტივალი – სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია – გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი

• 12:00-22:00 – შემოდგომის ნობათი – სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია – გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი

• 12:00-22:00 – კულინარიის ფესტივალი – ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო – რიყის პარკი

• 12:00-20:00 – მექანიკური სიზმარი – კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით – “ახალი ტფილისი”

• 12:00-21:00 – ქართული მარკების ექსპოზიცია -“ახალი ტფილისი”

• 12:00-22:00 – საკონდიტრო ფესტივალი – საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფორმანსი – “ახალი ტფილისი”

• 11:00-19:00 -“თბილისური სახელოსნოები” – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენა – ილიას ბაღი

• 11:00-18:00 – ყვავილების გამოფენა – მცენარეების, ყვავილების თაიგულების, თანამედროვე ავტორების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა – გაყიდვა – ილიას ბაღი

• 13:00-13:45 – ბელორუსიის ხალხური, სამეჯლისო ცეკვისა და ვოკალური ანსამბლების წარმოდგენა – რიყის პარკი

• 14:00-19:00 – დღის კონცერტები – ევროპის მოედანი:

• 14:00 – თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით

• 15:30 – შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მიუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით

• 18:00-19:00 – “მილონგა” (ტანგოს საღამო)

• 16:00-17:00- “თბილისზე მზრუნველის” დაჯილდოების ცერემონიალი – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

• 16:00-17:00 – ო.თაქთაქიშვილის სახელობის #19 ხელოვნების სკოლის ბენდის კონცერტი – ”ახალი ტფილისი”

• 18:00-19:00 – კონცერტი – ჯგუფი “სვანსიხი” – “ახალი ტფილისი”

• 19:00-23:00 – ელექტრონული მუსიკა – DJ Sumo; DJ Third soul – “ახალი ტფილისი”

• 20:00-20:30 – გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა “ხმა დაირისა“ – “ახალი ტფილისი”

• 20:30-21:50 – “თბილისური ეზო ” – “აქ ემღერება გულს” – ლიზა ბაგრატიონი – რომის ქუჩა N4

• 20:00-21:00 – თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ – ევროპის მოედანი

8 ოქტომბერი


• 12:00-20:00 – თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები – ევროპის მოედანი

• 12:00 -18:00 – ავტოშოუ – სპორტული ავტომობილების გამოფენა, საგზაო უსაფრთხოება – მეტეხის ხიდი

• 12:00-19:00 – საბავშვო კუთხე – ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე,მხიარული სტარტები, ანიმატორების კუთხე, დრამერების შოუ,ზღაპრის პერსონაჟები, საპნის პუშტების შოუ – რიყის პარკი/ამფითეატრი
• 12:00-19:00 – სპორტული კუთხე – ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ბატუტი, პარკური, ბოჩა (შშმ პირებისთვის), გოლფი, შავფაროსნების შოუ, ძალოსნობა – რიყის პარკი
• 12:00-19:00 – საბავშვო გასართობი აქტივობები – პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის – “ახალი ტფილისი”
• 12:00-19:00 – ფრანების ფესტივალი – სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის – რიყის პარკი
• 12:00-22:00 – ღვინის ფესტივალი – სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი
• 12:00-22:00 – შემოდგომის ნობათი – სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა – რიყის პარკი
• 12:00-22:00 – კულინარიის ფესტივალი – ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო – რიყის პარკი
• 12:00-21:00 – მექანიკური სიზმარი – კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით – “ახალი ტფილისი”
• 12:00-21:00 – ქართული მარკების ექსპოზიცია – “ახალი ტფილისი”
• 12:00-22:00 – საკონდიტრო ფესტივალი – საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფორმანსი – “ახალი ტფილისი”
• 11:00-18:00 – ხილის ფესტივალი – წარმოდგენილი იქნება ხილის ელემენტებით დამზადებული გვირგვინები, ხილის დეკორაციები, ყვავილები. სხვადასხვა კომპანიები წარადგენენ ხილის კოქტეილებს, წვენებს, მურაბებს და ა.შ. – სიონის ქუჩა
• 13:00-14:00 – საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ორკესტრისა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მუსიკალური კორპუსის ორკესტრის ერთობლივი კონცერტი – ევროპის მოედანი
• 14:00-19:00 – დღის კონცერტები – ევროპის მოედანი:
• 14:00 – 14:00 – თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით
• 15:30 – შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით
• 18:00-19:00 – “მილონგა” (ტანგოს საღამო)
• 18:00-20:00 – კონცერტი – ჯგუფი “გუფი ლენდი” – “ახალი ტფილისი”
• 20:00-20:30 – გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა “ხმა დაირისა“ – “ახალი ტფილისი”
• 20:00 – 23:00 – ელექტრონული მუსიკა -DJ Ericsson – “ახალი ტფილისი”
• 20:30-22:00 – “თბილისის საპატიო მოქალაქეების” დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი – აბანოთუბანი / ლეღვთახევი.

image_pdfimage_print

Comments

comments