“მოვუწოდებთ თბილისს განაცხადოს მზადყოფნა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს, “2011 წელს ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ დადებული ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს.” ამის შესახებ კარასინმა “რიასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა კარასინს ჰკითხა, როდის ამოქმედდება ოკუპირებული აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების ტრანზიტი.

„ამ კითხვებს ქართულ მხარესთან გადავამისამართებდი. ივლისში, პრაღაში ზურაბ აბაშიძესთან საუბარმა გარკვეული ოპტიმიზმი ჩამისახა. გაჩნდა განცდა, რომ საქართველოში, როგორც იქნა, გადაიკითხეს რუსეთთან 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება ვაჭრობის საბაჟო მონიტორინგის შესახებ და გააცნობიერეს ის, რაც აშკარაა: ეს ვალდებულებას აკისრებს ორივე მხარეს. შეგახსენებთ, რომ დოკუმენტი ავალდებულებს რუსეთსა და საქართველოს, გამოიყენონ სავაჭრო ნაკადის საბაჟო ადმინისტრირების სპეციალური პროცედურები შვეიცარული სადამკვირვებლო კომპანიის მონაწილეობით. სამწუხაროდ, მალევე ნათელი გახდა, რომ თბილისის პოზიცია უცვლელია. იქ ძველებურად სურთ, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს, საკუთარი ვალდებულებების მოსმენა კი პრინციპში არ უნდათ. გასაგებია, რომ საქმე ასე არ წავა.

ზოგადად, სამხრეთ კავკასიაში შექმნილ არც თუ ისე მარტივ მდგომარეობაში, 2011 წლის შეთანხმება იძლევა ადეკვატურ სამართლებრივ საფუძველს რეგიონული სატრანზიტო ვაჭრობისთვის. მოვუწოდებთ თბილისს, საბაბების გარეშე განაცხადოს მზადყოფნა თავისი საერთაშორისო ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებაზე. ეს საშუალებას მოგვცემს, რეგიონული ტრანზიტის საკითხი პრაქტიკულ სივრცეში გადავიყვანოთ“ – განაცხადა კარასინმა.

newposts.ge/

image_pdfimage_print

Comments

comments