ტრავმის შემდეგ კანადის მკვიდრი შოტლანდიური აქცენტით ალაპარაკდა


კანადის მკვიდრი, 50 წლის შარონ კემპბელ–ეიმენტი, ორი შვილის დედა, ჯირითის დროს ცხენიდან გადმოვარდა, თავი დაარტყა და გონება დაკარგა. როდესაც  გონს მოვიდა, რამოდენიმე დღე დუმდა, ხოლო შემდეგ შოტლანდიური აქცენტით ალაპარაკდა. აღსანიშნავია, რომ შარონი ისეთ ფრაზებს იყენებს საუბარში, რომლებიც მხოლოდ შოტლანდიურ ენაში გამოიყენება, არადა ის  არასდროს ყოფილა შოტლანდიაში.

ექიმებმა ქალს ე.წ. „უცხო ენის სინდრომი“ დაუდგინეს, რომელიც აქამდე მსოფლიოში მხოლოდ 60 ადამიანს დაუფიქსირდა.

შარონი დარწმუნებულია, რომ ეს ზეციდან მოვლენილი ნიშანია.  მეუღლესთან ერთად ის  შოტლანდიაში გაემგზავრა, რათა საკუთარი ოჯახის ისტორია უკეთ შეესწავლა. საქმე იმაშია, რომ მისი ოჯახი შოტლანდიიდან 100 წლის წინ გადასახლდა. მოგზაურობიდან დაბრუნებულმა შარონმა ჯირითს თავი დაანება და სარეაბილიტაციო ცენტრში დაიწყო მუშაობა, სადაც თავისაქალას ტრავმის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება ჯანმრთელობის აღდგენაში. მისი განცხადებით, სულ სხვა ადამიანად გრძნობს თავს და დარწმუნებულია, რომ ტვინის ტრავმას, ფიზიკური სიმპტომების გარდა, ადამიანზე დიდი ზეგავლენის მოხენა შეუძლია.
ცნობილია „უცხო ენის სინდრომის“ სხვა შემთხვევებიც: დიდ ბრიტანეთში, ქ. პლიმუტის მკვიდრი ქალბატონი შაკიკის ძლიერი შეტევის შედეგად ჩინური აქცენტით ალაპარაკდა; პენსიონერმა ქ.  გლაზგოდან დები მაკენმა ინსულტის შემდეგ იტალიური აქცენტი აითვისა, ხოლო ავსტრალიელი ლინ როუ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ფრანგული აქცენტით საუბრობს.

The Mirror