იაპონელი 30 წლის მანძილზე მტაცებელ თევზთან მეგობრობს


Картинки по запросу Японец 30 лет дружит с рыбой с "человеческой" головойტოკიოს 79 წლის მკვიდრი ჰიროუკი არაკავა უკვე 30 წლის მანძილზე უზარმაზარ თევზთან სახელად იორიკო მეგობრობს. 

ეს თევზი ტუჩა თევზების ოჯახს მიეკუთვნება და თავი ადამიანის სახეს მიუგავს. 1980 –ანი წლების ბოლოს არაკავამ მტაცებელი თევზი შიმშილს გადაარჩინა. წლების მანძილზე მამაკაცი მყვინთაობით არის დაკავებული, ხშირად ყვინთავს სინტოისტურ წყალქვეშა ტაძარში, რომელიც ტოკიოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

ერთხელ მან შენიშნა, რომ მახლობლად მცურავი დიდი თევზი დაჭრილი და ძალზე დასუსტებული იყო.  10 დღის განმავლობაში არაკავა 5 ჯერ დღეში  აჭმევდა თევზს, სანამ იორიკო არ გამოჯანმრთელდა. მას შემდეგ არაკავა და იორიკო განუყრელი მეგობრები არიან. მამაკაცი წყალში სპეციალური გონგით ყვინთავს, რომლის მეშვეობით ორიკოს ეძახის. გონგის ხმაზე თევზიც უმალ ჩნდება და მყვინთავს გარს უვლის, მოფერების და კოცნის ნებასაც რთავს მას. იაპონელი მყვინთავი დარწმუნებულია, რომ ორიკოს ახსოვს, თუ როგორ გადაარჩინა იგი  სიკვდილს.