პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ახალი კონსტიტუცია მიიღო

საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით 7-ის წინააღმდეგ დაძლია.

მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის პოზიცია არ გაიზიარა. გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მწვავე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

ასევე კენჭი ეყარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონპროექტს, რომელზეც უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია და პირვანდელი რედაქცია 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ მიიღო.

პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებს ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მონაწილეობა არ მიიღო. ვენეციის კომისიამ პლენარულ სხდომაზე საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საბოლოო დასკვნა 6 ოქტომბერს დაამტკიცა.

image_pdfimage_print

Comments

comments