Facebook–ი სამსახურში უშიშროების თანამშრომლებს აიყვანს?

Facebook –მა შესაძლოა სამსახურში უშიშროების თანამრომლები აიყვანოს, რათა მათ უცხო სახელმწიფოებს ხელი შეუშალონ  სოცქსელში რეკლამის განთავსების გზით  ამერიკულ არჩევნებზე მანიპულირება მოახდინონ.  ინფორმაციას სააგენტო Bloomberg –ი ავრცელებს.

კომპანიაში ისეთ თანამშრომლებს აიყვანენ, რომლებსაც აშშ–ს სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ საიდუმლო ინფორმაციასთან აქვთ წვდომა.  როგორც წესი, მსგავსი კანდიდტები  მთავრობის ან სადაზვერვო სამსახურის ყოფილი თანამშრომლები არიან და სახელმწიფო სამსახურში გაცემული საიდუმლო ინფორმაციასთან წვდომის ნებართვა კერძო სექტორში მუშაობის დროსაც არ კარგავს ძალას. ასე რომ Facebook–ს შეუძლია მოითხოვოს ამგვარი ნებართვის გამოყენებაც. კომპანიაში უშიშროების სამსახურის თანამშრომლების აყვანის ინფორმაციიის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ, Bloomberg –ს კითხვებს არც ამერიკის შსს–ში და ეროვნული დაზვერვის სამსახურში აუპასუხეს.

 

Bloomberg

image_pdfimage_print

Comments

comments