საგარეო უწყება “სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო მინისტრის იტალიაში ვიზიტს ეხმიანება

“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი იტალიაში “ოფიციალური ვიზიტით” იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს. მედოევის თქმით, “სამხრეთ ოსეთი” ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, ასევე დსთ-ს ქვეყნებთან, კონტაქტების გაფართოებსა და ურთიერთობების დამყარებაზე მუშაობს. მედოევმა დასძინა, რომ იტალიაში სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ალბერტო დრუდის მიწვევით ჩავიდა.

“სამხრეთ ოსეთის” დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის იტალიაში ვიზიტს ქართული საგარეო უწყება ეხმიანება.

ოფიციალური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ დე ფაქტო მინისტრის ვიზიტს ვერ ექნება ლეგიტიმაცია, რადგან იტალია არაღიარების პოლიტიკის მომხრეა და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიების მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დე ფაქტო მინისტრის შეხვედრა იტალიაში განხილულია როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი და არა როგორც ოფიციალური შეხვედრის ფორმატი.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იტალიაში ვიზიტს გამოეხმაურა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძეც .მისი შეფასებით, აუცილებელია რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, რადგან მსგავსი ფაქტები არ გახშირდეს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებს საფრთხე არ შეექმნას.

“ის რომ ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი სადღაც არის წასული, ეს არის ჩვენი ხელისუფლების უნიათობის ბრალი, სხვათაშორის იმ ადამიანების ბრალი, ვინც გამუდმებით აცხადებს, რომ რუსეთს არ უნდა დაველაპარაკოთ. არ დაველაპარაკებით და ხვალ მივიღებთ ტერიტორიების აღიარებას. ერთმნიშვნელოვანია, რომ დიალოგი უნდა შედგეს, რადგან სოფელ ქვეშეთიდან, სადაც გუშინ ვიყავი, კილომეტრნახევარში არ იყოს ე.წ. საზღვარი”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

imedinews.ge

image_pdfimage_print

Comments

comments