განშორებული მეუღლის ორიგინალური შურისძიება

Муж выгнал жену из общего дома и привел туда молодую любовницу. Но умная дама нашла способ отомстить!

ჯეიკ და ედიტმა 37 წელი  ტკბილად და ბედნიერად  იცხოვრეს.  თუმცა შემდეგ  მამაკაცმა ახალგაზრდა მდივანი ირჩია, რომელსაც ძალიან სურდა მათ ფეშენებელურ სახლში ცხოვრება. ადვოკატებმა ყველაფერი იღონეს და განშორების პროცესში  ედიტს სახლი ჩამოართვეს.

სახლის დასატოვბლად მას სამდღიანი ვადა მისცეს. პირველ დღეს ედიტმა ბარგი ჩაალაგა, მეორე დღეს  გადამზიდავ კომპანიას მოელაპარაკა, რომელიც ბარგის გადატანაში დაეხმარებოდა. მესამე დღეს კი ედიტმა გადაწყვიტა უკანასკნელად დამტკბარიყო საკუთარ სახლში ყოფნით, სუფრა გაშალა წითელი ღვინოთი, კრევეტებით და ხიზილალით. სადილის შემდეგ ედიტმა თითოეულ ოთახში შეიარა და კარნიზები ხიზილალით დაფარული კრევეტებით ამოავსო. ამის შემდეგ სამზარეულოში დაბრუნდა, სუფრა აალაგა და სამუდამოდ დატოვა სახლი.

სახლში ჯეიკი და ახალი დიასახლი დასახლდნენ, პირველი დღეები არაჩვეულებრივად გაატარეს. ნელნელა უცნაურმა სუნმა იჩინა თავი. ახლადდაქორწინებული წყვილი ძალღონეს არ იშურებდა მყრალი სუნის გასაქრობად – გამუდმებით წმენდნენ იატაკს და სახლს ანიავებდნენ, გარეცხეს  ხალიჩები, გადაამოწმეს სავენტილაციო სარქველები, ძვირადღირებული იატაკის მოპირკეთებაც შეცვალეს, მაგრამ ამაოდ.

Муж выгнал жену из общего дома и привел туда молодую любовницу. Но умная дама нашла способ отомстить!

მეგობრემმა მათთან სტუმრობაზე უარს აცხადებდნენ, ხელოსნები ვერ ჩერდებოდნენ სახლში, მომსახურე პერსონალმაც მათთან მუშაობას დაანება თავი. საბოლოოდ ცოლ–ქმარმაც ვერ გაუძლო საშინელ სიმყრალეს და სახლიდან გადაბარგდა.

ერთი თვის განმავლობაში მათ არცერთი მყიდველი არ შეეხმიანა, სახლის შესახებ უბანში ჭორი გავრცელდა და რიელტორებიცთავს არიდებდნენ მას. ახალი სახლის შესაძენად მეუღლეებს ბანკში მსხვილი კრედიტის აღება მოუწია.

კიდევ ერთი თვის შემდეგ ედიტმა ყოფილ მეუღლეს დაურეკა და მოიკითხა. ჯეიკმა სახლის სავალალო მდგომარეობის შესახებ მოუთხრო.  ედიტმა კი მიუგო, რომ სახლი ძალიან მოენატრა და მზად არის მის სანაცვლოდ საქორწინო შეთანხმებაში გარკვეული პირობები შეცვალოს. ჯეიკმა იფიქრა, რომ ედიტს წარმოდგენა არ აქვს სახლის ნამდვილ მდგომარეობაზე და  ღირებულების 10% –ად დაუთმო ფეშენებელური საცხოვრებელი. ადვოკატებმა ედიტს იმ დღესვე მოუტანეს ყველა საჭირო საბუთი.

ერთი კვრის შემდეგ ჯეიკი და მისი ახალი მეუღლე საძაგელი  სახლის ჭიშკართან იდგნენ და სიხარულით ადევნებდნენ თვალყურს მათი ნივთების ჩალაგების პროცესს. სახლიდან მათ ყველაფერი წაიღეს, ფარდის კარნიზებიც კი.

 

image_pdfimage_print

Comments

comments