ცესკო: “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურის ბიულეტენში მაინც იქნება

არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ უარის მიუხედავად, საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატიც იქნება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კანდიდატს საკუთარი კანდიდატურის მოხსნის უფლება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 12 დღით ადრე აქვს და მან ათანადო განცხადებით შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა მიმართოს. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, მე-2 ტური 6 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. პარტიის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გუშინდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. კონკრეტულად კი ქუთაისსა და მარტვილში პარტიის მერობის კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და მამუკა დანელია მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

image_pdfimage_print

Comments

comments