ბაქო–თბილისი–ყარსის მარშრუტზე ტურისტული მატარებლების გაშვებას გეგმავენ

ბაქო–თბილისი–ყარსის  მარშრუტზე ტურისტული მატარებლების გაშვება იგეგმება . ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „პირველი“  აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელსძღვანელის მუზაფარ აგაკერიმოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროექტის გაშვებამდე თავდაპირველად შეისწავლიან ამ ტურისტული მარშრუტის პოტენციალს და განსაზღვრავენ მოთხოვნის სავარაუდო მოცულობას.

„თავდაპირველად ამ მიმართულებით შესაძლებელია რამდენიმე ვაგონის გაგზავნა. თუ ეს მარშრუტი პოპულარული გახდება, მომავალში მთელი სპეციალური შემადგენლობები დაინიშნება. აზერბაიჯანში აღნიშნული პროექტისთვის დიდი პოტენციალია და შესაძლებელია ირანელი ტურისტების მოზიდვაც. ზოგადად, მატარებლით მოგზაურობა ტურიზმის შესანიშნავი სახეობაა“, – აღნიშნა გაკერიმოვმა.

ტურიზმის სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ასეთი ტურის ორგანიზებისთვის საჭიროა სამმხრივი შეთანხმების მიღწევა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო უწყებებს შორის. ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის ოფიციალური გახსნა 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

image_pdfimage_print

Comments

comments