კენიელი ფერმერი სავანის ცხოველებს ყოველდღიურად წყლით ამარაგებს

ეს დიდსულოვანი ადამიანი კენიელი ფერმერია პატრიკ კილონზო მვალუა (Patrick Kilonzo Mwalua). ყოველდღიურად ის მრავალკილომეტრიან მანძილს ფარავს იმისთვის, რომ ეროვნული პარკის ტსავო ვესტის უდაბურ ადგილებში წყალი ჩაიტანოს. ის გადამშრალ წყალსატევებს ავსებს, რათა პარკის ბინადარი ცხოველები წყურვილით არ დაიხოცონ.

მისი მანქანის დანახვაზე ცხოველები წყლის რეზერვუარისკენ  მიემართებიან

კამეჩები, სპილოები, ზებრები, ანტილოპები და სხვა ცხოველები ამ ადამიანზე არიან დამოკიდებულები, რადგან ახლო–მახლო  წყალი არსად არის.

პატრიკი ჩვეულებრივი ფერმერია, სოფელში ცხოვრობს. მას შეებრალა ცხოველები, რომლებიც უწყლობით იტანჯებოდნენ და გადაწყვიტა, პერიოდულად წყლით მოემარაგებინა ისინი. ყოველდღიურად პატრიკს 11 ათასზე მეტი ლიტრი წყალი ჩამოაქვს პარკში.

“გუშინ წყალსატევთან  500–მდე კამეჩი მელოდებოდა. წყლის სურნელი მყისიერად იგრძნეს…ჩემს წასვლასაც არ დაელოდნენ,წყურვილისგან გათანგულები წყალს ეცნენ.” – ამბობს პატრიკი

მისი თქმით, ყველაზე დიდი ჯილდო მისთვის იმის ნახვაა, თუ როგორ უბრუნდება სიცოცხლე სიცხისგან და წყურვილისგან დაუძლურებულ ცხოველებს. პატრიკი ამბობს, რომ მათ მანამდე დაეხმარება, სანამ ამისთვის ძალა და შესაძლებლობა ეყოფა. პატრიკის შესახებ რამოდენიმა ამერიკელმა ქალბატონმა შეიტყო, ერთობლივი ძალისხმევით მათ საქველმოქმედო საიტები შექმნეს.

image_pdfimage_print

Comments

comments