“რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის”

ნაპოლეონ ბონაპარტეს სიტყვა, რომელიც მან სიკვდილის წინ წმიდა ელენეს კუნძულზე დაწერა:

„მე ვიცნობ ადამიანებს და მე გეუბნებით თქვენ, რომ იესო არ არის ადამიანი, მას ნებავს გვწამდეს მისი, არ გვაძლევს რა სხვა საფუძველს გარდა მისი შემაძრწუნებელი სიტყვებისა: „მე ვარ ღმერთი“. ფილოსოფოსებს სამყაროს საიდუმლოების ახსნა სურთ თავისი ამაო (ცარიელი) ნაშრომებით. ისინი უგუნურები არიან, მტირალ ბალღსა ჰგვანან, მთვარე რომ მოუსურვებია სათამაშოდ. ქრისტე არასდროს მერყეობდა, ის ლაპარაკობდა „ვითარცა ხელმწიფება აქუნდა“. მისი რელიგია საიდულმოებაა, მაგრამ დაფუძნებულია თავისავე საკუთარ ძალაზე. ის ეძიებს და ითხოვს კაცთაგან აბსოლუტურ სიყვარულს – ყველაზე ძნელს, რაც შეიძლება იყოს ცისქვეშეთში. ალექსანდრე მაკედონელი, ცეზარი, ჰანიბალი იმარჯვებდნენ ქვეყანაზე, მაგრამ მათ არ ჰყოლიათ მეგობრები. შესაძლოა მე ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც პატივს სცემს ალექსანდრეს, ცეზარს, ჰანიბალს.

ალექსანდრემ, ცეზარმა, კარლ დიდმა და მე დავაარსეთ იმპერიები, მაგრამ რაზე? – ძალაზე. ქრისტემ თავისი იმპერია დააარსა სიყვარულზე და მილიონები დღესაც მზად არიან თავისი ცხოვრება შესწირონ მას. მე თვითონ ისე მივიზიდე მასები, შთავაგონებდი რა მათ, რომ თავს წირავდნენ ჩემთვის, მაგრამ ამისთვის ჩემი იქ ყოფნა იყო საჭირო. ამჟამად მე წმინდა ჰელენეს კულძულზე ვარ და სადღა არიან ჩემი მეგობრები? – მე დავიწყებული ვარ და მალე ვიქცევი მტვრად, მატლის შესაჭმელად. რაოდენ დიდი უფსკრულია ჩემს უბედურ ყოფასა და ქრისტეს მარადიულ სამეფოს შორის, ქრისტესა, ვისაც აღიარებენ, ვინც უყვართ, ვისაც თაყვანსა სცემენ, და ვისი გავლენაც მთელ დედამიწას მიმოეფინება. სიკვდილია ნუთუ ეს? – თქვენ გეუბნებით: ქრისტეს სიკვდილი ღმერთის სიკვდილია! მერწმუნეთ მე – იესო ქრსიტე – ღმერთია!“

www.orthodoxy.ge

image_pdfimage_print

Comments

comments