აფხაზეთის საეკლესიო საკითხებზე საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოები ერთობლივად იმუშავებენ

Картинки по запросу новый афон монастырьსაქართველოსა და რუსეთის ეკლესიები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი ეკლესიის განხეთქილების თემაზე სამუშაო ჯგუფის შექმნისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. ინფორმაციას წალკის მიტროპოლიტი ადასტურებს.

მეუფე გრიგოლ კაციას განცხადბით, პირველ ეტაპზე იგეგმება აფხაზეთში ჩასვლა და მრევლთან შეხვედრა, მისი თქმით, რუსული ეკლესია ოკუპირებულ რეგიონში ქართულ იურისდიქციას აღიარებს.

“აფხაზეთი არის ღია ჭრილობა და ყველას ტკივა გული ან ხორციელი ან სულიერი გული, ჭირდება ექიმი. მე ვარ კარდიოლოგი და პატრიარქის ლოდვა-კურთხევით შევუდგებით ამ საქმეს. ვფიქრობ, კარგი იქნება ჩავიდეთ, ვნახოთ მრევლი, სამღვდელოება, გავესაუბროთ. პირველი შედეგი ეს იქნება,“ – აცხადებს წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია.

გრიგორი კაცია ერთ-ერთია იმ სასულიერო პირთაგან, ვინც საქართველო-რუსეთის ერთობლივი სამუშო ჯგუფის წევრად ივარაუდება.

ამ თემაზე რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ილარიონ ალფეევმა და ილია მეორემ ისაუბრეს.

“აფხაზეთში ახალი არაფერია. ის ჯგუფი, რომელმაც დაიპყრო ახალი ათონის მონასტერი და თავი გამოაცხადა თითქმის ავტოკეფალურ ეკლესიად პოზიციებს ისევ ინარჩუნებს. დიახ, მათ შორის მოხდა განხეთქილება. ეს ჯგუფი ახლა მოიხსენიებს მსოფლიო პატრიარქს და მათ თავი მიტროპოლიტად გამოაცხადეს, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავარეგულიროთ სიტუაცია. უწმინდეს პატრიარქ კირილესთან თქვენს ბოლო შეხვედრაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე სამსჯელოდ სამუშაო ჯგუფს შევქმნიდით, ჩვენ მზად ვართ შევუდგეთ მუშაობას, იმიტომ რომ იქ ბევრი პრობლემაა, რაც გადაჭრას საჭიროებს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ადამიანი უნდა იყოს ამ ჯგუფში. ალბათ 2-3 საკმარისი იქნება. ველოდებით თქვენს პასუხს.”– განაცხადა ილარიონ ალფეევმა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ვითარება უნდა დარეგულირდეს და სამუშაო ჯგუფის შემქნის დეტალებს რუსულ მხარეს შეატყობინებენ.

” მე მიყვებოდნენ, რომ მოხდა განხეთქილება ამ ჯგუფსა, ბესარიონ აპლიასა და სხვებს შორის. სწორედ ამიტომ უნდა ვიჩქაროთ, დავარეგულიროთ სიტუაცია. როგორ ფიქრობთ რამდენი ადმიანი უნდა შედიოდეს სამუშაო ჯგუფში. ვფიქრობ დიდი ჯგუფი საჭირო არ არის. ალბათ სამი ადამიანი თითო მხრიდან. ჩვენ დავფიქრდებით და პასუხს შეგატყობინებთ.”– განაცხადა ილია მეორემ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments