“თიბისი გალერეა” ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენას უმასპინძლებს

 Картинки по запросу ილია ჭავჭავაძე“თიბისი გალერეა”  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად  11 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებული კვირეულის ფარგლებში  გამოფენას უმასპინძლებს.

გამოფენაზე წარდგენილი იქნება ილია ჭავჭავაძის წერლები, რომლებსაც ის აკაკი წერეთელს, ალექსანდე ყაზბეგს ,სოფრომ მგალობლიშვლის და მის სხვა თანამოაზრეებს წერდა. მიმოწერები ძირითადად მწერლის საზოგადოებრივ საქმიანობას ეხება. სტუმრებს დაახლოებით 12 წერილის ნახვის საშუალება ექნებათ. წერილების გარდა, გამოფენაზე წარდგენილი იქნება ქართველი მწერლის პირადი ნივთებიც.

გამოფენის ფარგლებში ასევე ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის ლექცია ილია ჭავჭავაძეზე.

გამოფენის გახსნა – 11 ნოემბერი, 14:00

ლექციის დაწყები დრო – 11 ნოემბერი, 14:00

მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა.

image_pdfimage_print

Comments

comments