ჰიტლერმა თავს არგენტინაში გაქცევით უშველა? – აშშ საიდუმლოს ფარდას ხსნის

ადოლფ ჰიტლერიგადაურჩა თუ არა ადოლფ ჰიტლერი ომს?  სულ ახლახანს, ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით  აშშ–მ კიდევ 20 წლით, ხოლო  ბრიტანეთმა 60 წლით დახურა ოფიციალური მასალები, რომლებიც ამ ამბავს ნათელს მოჰფენდნენ.  არ არსებობს არც ერთი მოწმე, რომელმაც ნახა, რომ ფიურერმა მართლაც დალია ციანიდი და თავში ტყვია დაიხალა. სტალინს სიკვდილამდე არ სჯეროდა, რომ ჰიტლერმა თავი მოიკლა, რის შესახებ  1945 წელს მოკავშირეებსაც განუცხადა.

ჰიტლერს სხვადსახვა დროს ეძებდნენ ესპანეთში, ლათინურ ამერიკასა და ანტარქტიდაშიც კი. ნუ თუ  მოწმეებს ის ორეულებში ეშელებოდათ ან და ვისი გვამი ნახეს სინამდვილეში რაიხსტაგის ბუნკერში?

ორეულები

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, ჩეხეთის აღმოსავლეთით მდებარე პატარა სოფელ ლიჩკოვის ლუდხანაში ნაცისტები  გამარჯვებას ზეიმობდნენ – „ჩეხეთის ზეწოლისგან სუდეტის ოლქის გათავისუფლებას.“  ლუდი უხვად მოედინებოდა, მუსიკა ჟღერდა  და შეზარხოშებულმა გერმანელებმა საცეკვაო საღამოც გამართეს. გაგანია მხიარულების დროს ლუდხანის კარში სს–ის  ფორმაში გამოწყობილი ადოლფ ჰიტლერი გამოჩნდა. ჯარისკაცები  გაოცდნენ, ვერ გაეგოთ თუ  რას უკავშირდებოდა ეს ვიზიტი.  ერთ–ერთი სამხედრო როდესაც  დარწმუნდა, რომ   მართლაც ჰიტლერი იყო , ნაცისტური ჟესტით მიესალმა: ,,ჰაილ ჰიტლერ!“  დანარჩენებმაც მიბაძეს. მაგრამ ჰიტლერს რეაქცია არ გამოუხატავს,  მეტიც გაკვირვებული ჩანდა. მედუქნემ დაამშვიდა სტუმრები: „რას სულელობთ? ეს ხომ ფრანტა ჰოლუბია, რკინიგზელი კიშპერიდან.“ იმ საღამოს ეს სცენა მხოლოდ სიცილით არ დამთავრებულა. ფრანტა ჰოლუბი კარლოვიჰრადის გესტაპოში აღმოჩნდა, სადაც მას მკაცრი დაკითხვა მოუწყვეს. აინტერესებდათ, ვისი დავალებით მივიდა ლუდხანაში.  სასტიკად აწამეს, კბილები დააძვრეს, ფრჩხილები დააგლიჯეს და მხოლოდ იმ პირობით გაუშვეს, რომ აუცილებლად შეიცვლიდა ვარცხნილობას და ულვაშს აღარ დაიყენებდა. ომის დამთავრების შემდეგ ფრანტა ჰოლუბი დრამატურგებისა და რეჟისორებისთვის ძალიან მოთხოვნადი გახდა.  მისი შვილიშვილი ზდენა მიკოვა ამტკიცებს, რომ ბაბაუამისმა ჰიტლერის როლი ქართველი რეჟისორის მიხეილ ჭიაურელის ცნობილ ფილმშიც „ფიცი“ შეასრულა. მას შემონახული აქვს ფოტოსურათები გადასაღები მოედნიდან. ჰიტლერის ორეულმა მარავალჯერ განასახიერა ფიურერის როლი, მას ჰოლივუდიდანაც მოუვიდა მოწვევა, თუმცა იქ წასვლა სიკვდილმა არ დააცალა.

აღნიშნული ფაქტი იმაზე მოწმობს, რომ ჰიტლერს არაერთი ორეული ჰყავდა. ორეულებმა კი, შესაძლოა მის მაგივრად იგემეს სამარცხვინო სიკვდილი.

არგენტინელი მკვლევარი აბელ ბასტი მიიჩნევს, რომ ჰიტლერმა სიცოცხლე 1964 წელს პარაგვაიში,  ოჯახის წრეში დაასრულა.

ჰიტლერის ორეული
გუსტავ მილერი          www.youtube.com

არსებობს ვერსია, რომ რაიხსტაგის ბუნკერში ნაპოვნი გვამი ჰიტლერის ორეულს და მის შორეულ ნათესავ გუსტავ მილერს ეკუთვნოდა. ჰიტლერს რამოდენიმე ორეული ჰყავდა, რომლებიც მის მაგივრად ესწრებოდნენ სამხედრო აღლუმებს, ფოტოსურათებს იღებდნენ ბავშვებთან და საჯარო შეხვედრებში მონაწილეობდნენ. ჰიტლერს ძალიან ეშინოდა თავდასხმის, განსაკუთრებით  არშემდგარი ტერაქტის  შემდეგ. ორეულების არსებობას  ნაცისტებიც ადასტურებდნენ.  ერთ–ერთი ვერსიით, რუსებმა რაიხსტაგში ადოლფ ჰიტლერისა და ევა ბრაუნის  4 გვამი იპოვეს –  ბუნკერში და ბუნკერს გარეთ. რუსებმა ბუნკერში ნაპოვნი ჰიტლერი გადაასვენეს მოსკოვში, თუმცა ექსპერტიზის შემდეგ  განაცხადეს, რომ აღნიშნული ადამიანის გვამი ჰიტლერზე 5 სმ დაბალი იყო. რუსი ფოტოგრაფი, რომელმაც ბუნკერში ისტორიული ფოტოები გადაიღო, ამტკიცებს, რომ თავიდანვე დარწმუნებული იყო, რომ მის წინაშე ორეული იყო. პირველ რიგში მან დახეულ წინდებს მიაქცია ყურადღება, მეორე რიგში – კბილის პროტეზს, რომელიც დამაგრებული კი არ იყო, არამედ უშუალოდ ჩადგმული ჰქონდა პირში. ხოლო ევა ბრაუნს ძალიან მოუვლელი პირის ღრუ ჰქონდა, რაც ასევე  ბადებს ეჭვს.

თავშესაფარი არგენტინაში

ბასტის მტკიცებით, თავშესაფარს ფიურერისთვის ერთგული ნაცისტები 1943 წლიდან ამზადებდნენ, ოპერაცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. არგენტინაში ყალბ პირებზე  იხსნებოდა საბანკო ანგარიშები, მცირე კომპანიები, ყიდულობდნენ ფირმებს, ამზადებდნენ გადასასვლელ პუნქტებს. პარალელურად მოკავშირეებთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მესამე რაიხის ოქროსა და უნიკალური ტექნოლოგიების სანაცვლოდ ჰიტლერს და მის გარემოცვას ხელს არ ახლებდნენ.

1945 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო ოპერაცია „სერალი“  – ცეცხლმოკიდებული ბერლინიდან რამოდენიმე თვითმფრინავმა გააღწია და ნაცისტური ელიტა ესპანეთში გადაიყვანა. ეს გამოცდილ ფრინავთა გუნდმა მოახერხა, მათ შორის იყო  საუკეთესო პილოტი ქალი ჰანა რაიჩი. ესპანეთიდან  ნაცისტები წყალქვეშა ნავებით არგენტინისკენ გამეგზავრნენ. ავტორის მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც ჰიტლერი ნაპირზე გამოვიდა, (კალეტა–დე–ლოს– ლოროს ყურე)  30 მეტრის სიღრმეზე ნაპოვნია სამი წყალქვეშა ნავი, რომელთა შესახება  არგენტინულ სამხედრო  არქივებში არაფერია ნახსენები. ჰიტლერი თავისი ამალით წინასწარ მომზადებულ  მარშრუტს გაჰყვა. ისინი იმ ოჯახებში ჩერდებოდნენ, რომლებიც ნაცისტებს უთანაგრძნობდნენ და  არგენტინის დიქტატორთან  ხუან პერონთან იყვნენ დაახლოვებულები. ერთერთ ასეთ ოჯახთან, ეიკხორნებთან, ჰიტლერი სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა. ამას ამტკიცებენ სახლის მსახურები და მებაღე, რომელიც აშშ–ზე მუშაობდა.

„საბჭოთა ექსპერტებმა ვერ გამოიტანეს სწორი დასკვნა ჰიტლერის გვამის შესახებ, რადგან დნმ–ის ანალიზი მაშინ არ ტარდებოდა. ნახევრად დამწვარი ყბის ანალიზისას ისინი მხოლოდ ძველი რენტგენის მონაცემებს და ფიურერის პიარადი დანტისტის ჩვენებებს დაყრდნენ. სიმართლის დადგენას გენეტიკური  ანალიზი დაეხმარება. ჰიტლერის დნმ –ი მისი დის, პაულა ჰიტლერის დნმ– ს უნდა შევადაროთ, რომელიც ბერგფრიდხოფშია დაკრძალული. მაგრამ  რუსეთი ამაზე  დღემდე უარს აცხადებს.

არსებობს აშშ–ს  და  ბრიტანეთის უშიშროების სამსახურების რამოდენიმე საიდუმლო პატაკი ცოცხალი ჰიტლერის შესახებ, თუმცა სამწუხაროდ,  აშშ–მ, ბრიტანეთმა და რუსეთმა დღემდე არ გაასაჯაროვეს ყველა მასალა, რომელიც ამ თემას ეხება.  სტალინს სიკვდილამდე, ანუ 1953 წლამდე არ სჯეროდა, რომ ჰიტლერმა თავი მოიკლა და ამის შესახებ 1945 წელს მოკავშირეებსაც განუცხადა. არსებობს იოსებ სტალინის 3 სტენოგრაფიული ჩანაწერი (ერთერთი აშშ–ს სახელმწიფო მდივანთან ბირნსთან), სადაც სსრკ–ს მმართველი პირდაპირ ამბობს, რომ ჰიტლერმა მიმალვა მოახერხა. 15 წლის განმავლობაში მე ასობით ადამიანი გამოვკითხე, რომლებიც ჰიტლერის არგენტინაში ყოფნის მოწმეები იყვნენ. უმეტესობა ახლა ალაპარაკდა, როდესაც ნაცისტთა დიდი ნაწილი ცოცხალი აღარაა. შემონახულია ასევე ნაცისტი გენერალი ზეიდლიცის 1956 წლით დათარიღებული წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ არგენტინაში ჰიტლერისა და ხორვატელი ნაცისტის პაველიჩის შეხვედრას უნდა დაესწროს.

არ არსებობს არც ერთი მოწმე, რომელმაც ნახა, რომ ფიურერმა მართლაც დალია ციანიდი და თავში ტყვია დაიხალა. ფიურერის თვითმკვლელობის ისტორია მისმა გარემოცვამ გამოიგონა. ჰიტლერი მუღლესთან ერთად ჯერ პატაგონიაში ცხოვრობდა, შემდეგ კი არგენტინის ჩრდილოეთ პროვინციაში გადაბარგდა. ის გამუდმებით პირადი მცველების გარემოცვაში ცხოვრობდა, თუმცა მისი ცხოვრება მაინც საკმაოდ კომფორტული იყო.  ჰიტლერი არგენტინის სხვადასხვა წერტილებში ნაცისტებთან მართავდა შეხვედრებს. მან წვერი მოიპარსა და თმა გადაიღო, რის გამოც მისი ცნობა  იოლი აღარ იყო. „– ამტკიცებს აბელ  ბასტი.

მკვლევარი ირწმუნება, რომ რუსეთის არქივებში  დაცულია საბუთები, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ჰიტლერმა ბერლინიდან თავი დააღწია. სულ ახლახანს აშშ–მ ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით კიდევ 20 წლით დახურა ოფიციალური მასალები, რომლებიც ამ ამბავს ნათელს მოჰფენდნენ.  დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც გადახედა  დოკუმენტებს და საიდუმლოს გასაჯაროვების ვადა კიდევ 60 წლით გადაწია. მკვლევარები ვერ იღებენ  საჭირო  ინფორმაციას ისტორიის ამ მნიშვნელოვანი მონაკვეთის შესახებ, რაც თავის მხრივ ამტკიცებს დასკვნას  ნაცისტი ლიდერების  გაქცევის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა აზრი აქვს საბუთების გასაიდუმლოებას? ბასტის თქმით, ჰიტლერი აშშ–ს სჭირდებოდა, ზუსტად ამ ქვეყანამ  შეიფარა 300 ათასამდე გერმანელი, რომელიც მომავალში ამერიკას  სსრკ–სთან „ცივი ომის“ წარმოებაში გამოადგებოდნენ. გარდა ამისა, ნაცისტები სერიოზულ ტექნოლოგიურ ცოდნას ფლობდნენ, რაც ასევე არ იყო ამერიკისთვის ურიგო.

აბელ ბასტი ჰიტლერის სამარხის მოძებნას აპირებს.

ამერიკის მფარველობის ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ  ახლახანს აშშ–ს დაზვერვამ გაასაჯაროვა საბუთი –კონვერტში მოთავსებულია  სს–ის ყოფილი ჯარისკაცის, ფილიპ სიტროენის  პატაკი და ადოლფ ჰიტლერთან გადაღებული ერთობლივი ფოტოსურათი. სურათი 1954 წლით არის დათარიღებული. სიტროენი იუწყებოდა, რომ 1955 წელს ჰიტლერი საცხოვრებლად კოლუმბიიდან არგენტინაში გადავიდა…

ჰიტლერი  და ანტარქტიდის საიდუმლო ბაზა

უნგრეთის მკვიდრი ლადისლაო ზსაბო  (Ladislao Zsabó)   წყალქვეშა ნავის U-530 შემოსვლისა და ნაცისტური ლიდერების  გადმოსვლის უნებლიე მოწმე გახდა. მან გაიგონა, რომ საუბარი ანტარქტიდაში მდებარე გერმანულ ბაზაზე  იყო, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ ჰიტლერმა ყინულებში გადამალულ საიდუმლო ბაზას შეაფარა თავი. მოგვიანებით ლადისლავმა მესამე რაიხის შესახებ წიგნი დაწერა, სადაც ჰიტლერის საცხოვრებელ ადგილად დასახელებულია „მოდების დედოფლის“ მიწის რაიონი, რომელსაც გერმანელებმა ახალი შვაბია შეარქვეს.  Neuschwabenland –ის ტერიტორია 1938/39  წწ. გერმანულმა ექსპედიციამ  შეისწავლა, დღემდე შემონახულია რუკები, სადაც მიწერილია, რომ ამ  მიწას „შვაბენლენდია“ ჰქვია.

მიტოვებული ფიურერი

1948   წელს  ბორმანმა და მიულერმა ევროპაში ყველა საიდუმლო საქმე მოათავეს და არგენტინაში გამოჩნდნენ. ბორმანი მღვდლის ფორმაში იყო გამოწყობილი და „მამა ავგუსტინედ“ წარადგენდა თავს. ხშირად სტუმრობდა ჰიტლერს, მართავდა მეოთხე რაიხის აღდგენისთვის  შექმნილ იატაკქვეშა ნაცისტურ  სტრუქტურას. ამას ამტკიცებენ ისტორიკოსები, მკვლევარები, „რუხი მგლის“ წიგნის ავტორები საიმონ დანსტენი და ჯერარდ უილიამსი, რომლებიც მრავალ მოწმეს გაესაუბრნენ, უამრავი დოკუმენტი შეისწავლეს და საკუთარი გამოძიება ჩაატარეს.

მათი მტკიცებით, ბოლო წლებში ფიურერის  ჯანმრთელობა გაუარესდა. მხიარულმა და შედარებით ახალგაზრდა ევა ბრაუნმა დაუძლურებული მეუღლე მიატოვა და მათ ორ შვილთან ერთად  ქ. ნეუკენში გადაბარგდა. მეგობრებიც იშვიათად სტუმრობდნენ. მეცნიერების ვარაუდით,  ადოლფ ჰიტლერს პარკინსონის დაავადება განუვითარდა, რისი  ნიშნებიც ჯერ კიდევ  30–იან წლებში იკვეთებოდა. 1962 წელს ჰიტლერს სახის ნახევარი  წაერთვა. ყოფილი დიქტატორი საათობით იჯდა და შორეულ მთებს გაჰყურებდა. ექიმ ლემანის თქმით, ღამღამობით კოშმარები ესიზმრებოდა, ელანდებოდნენ დასახიჩრებული ადამიანები, გვამებით მოფენილი მინდვრები, მკვდრები მისკენ იშვერდნენ  ხელს და მის დადანაშაულებას ცდილობდნენ. 1962 წლის თებერვალში ჰიტლერი ინსულტის  შედეგად  გარდაიცვალა…

1943 წლიდან  მესამე რაიხის ხელმძღვანელობამ ნაცისტების ომის შემდგომი ბაზის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. ყალბი პირების მეშვეობით ათასამდე კორპორაცია შეიქმნა; მათ შორის 234  შვეიცარიაში, 233– შვედეთში, 112 – ესპანეთში, 98 – არგენტინაში, 58 პორტუგალიასა და 35 – თურქეთში.  თანხებს აბანდებდნენ საბანკო სისტემაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში. ნაცისტებმა ასევე შექმნეს პოლიტიკური და სადაზვერვო სტრუქტურები.  როგორც  საიმონ დანსტენი და ჯერარდ უილიამსი ამტკიცებენ,  ბორმანი პოლიტიკას  მოსცილდა  და „ორგანიზაციის“ კაპიტალის გამრავლებით დაკავდა, მსოფლიო მასშტაბის ბიზნესმენი გახდა.  ბუენოს  აირესში მაცივარ– დანადგარების საწარმოს ამოფარებული ბორმანი  მთელს მსოფლიოში მსხვილ საფინანსო ოპერაციებს ახორციელებდა…

ჰერმან გუნტერბერგი და ადოლფ ჰიტლერი

ცოტა ხნის წინ  არგენტინის ქ. სალტოში კიდევ ერთი „ჰიტლერი“ გამოჩნდა.  128 წლის ჰერმან  გუნტერბერგი  ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ის ადოლფ ჰიტლერია  და  ავტობიოგრაფიულ წიგნს წერს. მამაკაცი ირწმუნება, რომ არგენტინაში 1945 წელს  ჩამოვიდა ყალბი პასპორტით, რომელიც გესტაპომ დაუმზადა. ამ ხნის განმავლობაში ის დუმდა, თუმცა ახლა, როდესაც ნაცისტებზე დევნა თითქმის შეწყდა, მან სიმართლის გამჟღავნება გადაწყვიტა.  მისი მეუღლის თქმით,  მამაკაცს ბოლო დროს ალცჰეიმერის სინდრომი დაუდგინეს, ის ხშირად საუბრომს ნაცისტებსა და ებრაელებზე. „შესაძლოა, მეუღლეს  ნაცისტური წარსული მართლაც ჰქონდა, რომელიც ახლა აწუხებს, მაგარამ არა მგონია, მართლაც ჰიტლერი იყოს. ხანდახან მეც ვერ მცნობს ხოლმე.“– ამბობს ჰერმან გუნტერბერგის მეუღლე. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ ჰერმან გუნტერბერგი ჰიტლერის ერთერთი ორეულია…

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments