დამანგრეველი მიწისძვრა ერაყსა და ირანში


 Повторные подземные толчки, со слов специалистов, возможны ещё в течение недели. Фото: REUTERSირანსა და ერაყში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 407-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულების რიცხვი 7000-ს აჭარბებს. ეს მიწისძვრა წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გახდა. ამის შესახებ BBC-ი წერს. 

სტიქიამ ყველაზე ბევრი ადამიანი ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სარპოლ-ე-ზაჰაბში იმსხვერპლა.  ერაყისა და ირანის საზღვართან 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა წუხელ მოხდა. ეპიცენტრი ერაყის ქალაქ ჰალაბჯადან 32 კილომეტრის მოშორებით 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა. ირანული მედიის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე პროვინციაში , ასევე პაკისტანში, ქუვეითში, იორდანიაში, ლიბანსა და თურქეთში იგრძნობოდა. სპეციალისტების ვარაუდით,  ბიძგები კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

წითელი ნახევრმთვარის ინფორმაციით, ირანში უსახლკაროდ 70 ათასამდე ადამაინი დარჩა, სტიქიის რაიონებში კარვების ბანაკებს შლიან. ირანის პრეზიდენტის ბრძანებით, მოსახლეობას  ტანსაცმელსა და ცხელ საკვებს ურიგებენ. ეკეონომიკური თვალსაზრისით ყველაზე ძალიან დაზარალდნენ ფერმერები, დაზიანებულია ასევე რამოდენიმე კულტურული და ისტორიული ძეგლი.

Пострадавшее здание в провинции Керманшах. Фото: REUTERS