ლარი 2 თეთრით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის ორი პუნქტით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დღეს დადგენილი ოფიციალური კურსით ხვალ 1 აშშ დოლარი 2.2494 ლარი ეღირება, დღევანდელი კურსი კი – 2.2635 ლარი იყო.
ლარი ერთი პუნქტით გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც. ხვალ 1 ევრო/2.5564 ლარი ეღირება. დღეს კი, მისი ფასი 2.5675 ლარი იყო.

image_pdfimage_print

Comments

comments