საქართველოში ყოველ მეხუთე კომპიუტერზე ინტერნეტ-შეტევა ხორციელდება

საქართველოში მომხმარებელთა თითქმის მეხუთედი 2017 წლის მესამე კვარტალში შეეჯახა ინტერნეტიდან ინფიცირების პრობლემას, – ასეთია „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტთა კვლევის შედეგები, რომელსაც ლაბორატორიის საქართველოს წარმომადგენლობა ავრცელებს. მსოფლიოს ქვეყნებს შორის ამ მაჩვენებლით საქართველო მე-19 ადგილზეა და ქვეყანაში მომხმარებელთა თითქმის ყოველ მეხუთე კომპიუტერზე ინტერნეტ-შეტევა ხორციელდება.

გამოკვლევის თანახმად, საქართველოში დროის ამ მონაკვეთში მომხმარებელთა 17,50 % შეეჯახა შეტევას ბოროტმზრახველი პროგრამების (Malware) მხრივ. სომხეთში ამ მაჩვენებელმა მიაღწია 23, 74% (მე-4-ე ადგილი), აზერბაიჯანში -21,14% (მე-7-ე ადგილი).

„საქართველოს სწრაფვა ინტერნეტის განვითარებისაკენ შეიცავს მომხმარებელთათვის ახალ გამოწვევებს. მოყვანილი მონაცემები ეხებიან მომხმარებლებს, რომლებიც დაცულნი არიან ანტივირუსული პროგრამებით. თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ საქართველოში შესაბამის დონეზე არ არის განვითარებული ინტერნეტის უსაფრთხოებისათვის თვალყურის დევნების კულტურა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ მომხმარებლები, რომლებიც ყოველდღიურად ეჯახებიან ინტერნეტშეტევას, გაცილებით ბევრია“, – ამბობს „კასპერსკის ლაბორატორიის“ რეგიონალური წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში არმენ კარაპეტიანი.

ინტერნეტის საშუალებით მავნე პროგრამების მიერ ინფიცირების იმ რისკის ხარისხის შესაფასებლად, რომელსაც ექვემდებარებიან მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ გამოვიანგარიშეთ თითოეულ ქვეყანაში „კასპერსკის ლაბორატორიის“ პროდუქტით იმ მოსარგებლეთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც საანგარიშო პერიოდში სარგებლობდნენ ვებ-ანტივირუსის მუშაობით. მიღებული მონცემები გვიჩვენებენ იმ სფეროს აგრესიულობას, რომლებშიც მუშაობენ კომპიუტერები სხვადასხვა ქვეყანაში.

 
*რეიტინგში მოცემულია მხოლოდ Malware კლასის მავნე ობიექტები, გამოთვლისას არ გაგვითვალისწინებია ვებ-ანტივირუსის გავლენა პოტენციალურად საშიშ და არასასურველ ისეთ პროგრამებზე, როგორებიც არიან RiskTool-ი და სარეკლამო პროგრამები.

bpi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments