საქართველოს პატრიარქი გადადგა, მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი დასახელდა

Католикос-патриарх всея Грузии Илия IIდღეს, 23 ნოემბერს, გიორგობას, ქაშუეთის ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ ქადაგებისას, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ თავის მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს გიორგობა მიულოცა და ბრძანება წაიკითხა, რომელიც უწმინდესის თქმით, დღეს დაიწერა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დადგენილია ყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი”, – ნათქვამია ილია მეორის ბრძანებაში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დებულების თანახმად, რომელიც გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ 1995 წელს მიიღო, ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, ეკლესიას მართავს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

ასევე, საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იწვევს საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ კრებას, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევენ. ტახტის მოსაყდრე საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრების წინ იწვევს წმ. სინოდს, საპატრიარქო კანდიდატების შესარჩევად.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძით დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრის მოვალეობაა. მაგრამ რადგან ილია მეორემ დღეს მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა, ამიტომ პატრიარქის მიერ ანდერძით მოსაყდრის დატოვების საკითხი აქტუალური აღარ არის.

როგორც მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ამ თანამდებობაზე დასახელება მოულოდნელი იყო და გუშინ, გვიან ღამით შეიტყო.

“ნამდვილად, ჩემთვის სრულიად მოულოდნელი იყო. ძალიან ვღელავ. ერთი მხრივ, დიდი სიხარულია რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა, მეორე მხრივ, ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს ღვთის მადლის შეწევნის, წმინდა გიორგის მადლისა და მისი უწმინდესობის მამობრივი ლოცვა-კურთხევის. ვერ გეტყვით, რატომ მიიღო ამ ფორმით ჩემი დასახელების გადაწყვეტილება. ამ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია. მეტის თქმა არ შემიძლია. ეს არის განსაკუთრებული ვითარება. არ მახსოვს, ჩვენ ისტორიაში ასეთი ფაქტი მომხდარიყოს. უახლოეს პერიოდში გამოჩნდება, რა ვალდებულებები მექნება” – აღნიშნა მეუფემ.

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიომღვიმის მონასტერში. 1993 წელს ის   ბერად აღკვეცეს , 1995 წელს  დიაკვნადაკურთხეს, 1996 წელს  – მღვდლად. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმ.  გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წელს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდებადა და  ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს . 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმ.  ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. 2003 წლის 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუის ეპარქიის წინამძღოლად.

საპატრიარქო ბრძანებით დანიშნული მოსაყდრე ეკლესიის მართვა-გამგებობას პატრიარქის სახელით და მასთან შეთანხმებით განახორციელებს, ანუ ის უკვე შეუდგება ეკლესიის მმართველობას. მაგრამ, მოსაყდრე არ არის ერთპიროვნული მმართველი. ეკლესიის უმაღლესი ორგანო წმინდა სინოდია და პატრიარქი სინოდთან ერთად მართავს ეკლესიას. საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში წერია, რომ საქართველოს ეკლესიაში უმაღლესი ხელისუფლება მოძღვრების, საეკლესიო მმართველობისა და საეკლესიო სასამართლოს სფეროებში (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება) საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებას – საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს ეკუთვნის.

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments