ისრაელში უძველესი ქართული ეკლესიის ნაშთებს მიაკვლიეს

ისრაელში, საპორტო ქალაქ აშდოდში არქეოლოგიური გათხრების მიმდინარეობისას მე-6 საუკუნის ქართული ეკლესიის (ან მონასტრის) მოზაიკური იატაკის ნაშთები აღმოაჩინეს. ინფორმაციას  Jerusalim Post-ი ავრცელებს.

გათხრებს თელ-ავივის უნივერისიტეტის დოქტორი და ლაიფციგის უნივერისტეტის არქეოლოგები ატარებენ.
გამოცემის ცნობით, აღმოჩენის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ბერძნულ ენაზე გაკეთებული წარწერის თანახმად, ეს ეკლესია ქართველმა ქრისტიანებმა ააგეს, რასაც მოწმობს წარწერაში გამოყენებული განსაკუთრებული კალენდარული სისტემა, რომელსაც ძველ საქართველოში იყენებდნენ.

იატაკზე აღმოჩენილი ბერძნული წარწერა იუწყება რომ ეს ეკლესია ეპისკოპოს პროკოფის აუშენებია, მშენებლობის თარიღი კი მოზაიკაზე ქართული კალენდრის მიხედვითაა დატანილი. “მესამე ინდიქტიონი 292 წელი“ ისრაელი უნივერისტეტის დოქტორის ლეია დი სენგის თქმით ეს ჩვენი წელთაღრიცხვის 539 წელს შეესაბამება.

„ეს წმინდა მიწაზე ქართული კალენდრის გამოყენების ყველაზე ძველი შემთხვევაა“- განაცხადა დი სეგნიმ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ აქამდე მათთვის ცნობილი ქართული ნაგებობები , აღნიშნული ტერიტორიიდან ათეულობით კილომეტრით სამხრეთით, იერუსალიმში და მის შემოგარენში მდებარეობდა, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე კი აქამდე მსგავსი აღმოჩენა არ გაკეთებულა. არქეოლოგების აზრით, აღმოჩენილი მოზაიკა პეტრე იბერის მიმდევრების ეკლესიისაა. პეტრე იბერი ბეთლემში პირველი ქართული მონასტრის დამაარსებელია. ის 491 წელს 80 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სწორედ აშდოდში გაატარა.

„ისტორიული წყაროების მიხედვით აშდოდში თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა გამოჩენილმა ქართველმა მოღვაწემ პეტრე იბერმა. ახლა როგორც ჩანს, ჩვენ ამის რეალურ მტკიცებულებას მივაგენით“- წერს ისრაელის სიძველეთა სააგენტო.

image_pdfimage_print

Comments

comments