საქართველოში 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება

საქართველოს პრემიერმ-ინისტრის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. გლოვის დღეს გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე  დაეშვება სახელმწიფო დროშები.

ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. სასტუმროში  გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა  11 ადამიანი.  21 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. აჭარის ჯანდცვის მინისტრის განცხადებით, დაშავებულთა შორის არის 1 ისრაელის და 5 თურქეთის მოქალაქე. ყველა მათგან აღენიშნება ნახშირჟანგით ინტოკსიკაცია.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა “ტვ პირველის” ეთერში დაადასტურა, რომ სასტუმროს უსაფრთხოების თვალსაზრისით ჰქონდა პრობლემები, შენობას სავარაუროდ არ ჰქონდა საევაკუაციო კიბე. ამავეს ადასტურებს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე – სასტუმროში  სახანძრო კიბე არსებობდა, თუმცა ის უსაფრთხოების სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა და მისის  გამოყენება პრაქტიკლდ შეუძლებელი იყო.

„იყო თუ უსაფრთხოების ნორმები დაცული სასტუმრო „ლეოგრანდში“ და არსებობდა თუ არა საეკუვაციო კიბე, ამაზე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო უკვე გამოძიება სსსკ-ის 243-ე მუხლით. წინასწარი მონაცემებით, კიბე, რომელიც შენობაშია, ვერ აკმაყოფილებდა სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი, შესაბამისად, საგანგებო სიტუაციის შექმნის დროს მისი გამოყენება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო,“ – განაცხადა ნიკოლოზ სირაძემ.

გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში, ბრიუსელიდან ჩაფრინდა, სადაც ის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტზე ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ის სასტუმრო “ლეოგრანდში” მივიდა, სადაც ხანძარი გაჩნდა და  შემთხვევის ადგილზე ვითარებას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეცნობოდა. პრემიერ–მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს მისუსამძიმრა. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრეს ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და თბილისის მერმა.

image_pdfimage_print

Comments

comments