ერთადერთი გამოსავალი ინვესტორებისთვის პირობების შექმნაა – ემზარ ჯგერენაია

სავალუტო კრიზისის გადაჭრის გზებზე დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი-ინში“ ეკონომიკის ექსპერტებმა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ჟურნალ Business Time Georgia-ს მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის სხდომაზე იმსჯელეს.
ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის პრობლემების გადაჭრის მთავარი გზა ინვესტორებისთვის მიმზიდველი პირობების შექმნაა.
„ექსპორტი დავარდა და ჩვენ ვერ შევძლებთ გავლენა მოვახდინოთ იმ ქვეყანაზე, რომლისგანაც მოდის ეს სიგნალები, ანალოგიური ვარდნა არის ტრანსფერებზე ვალუტის გადმორიცხვის კუთხითაც, იქაც უძლურები ვართ. ვერც რუსეთის სანქციებს მოვიშორებთ და ვერც უკრაინის ომს შევაჩერებთ, ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია, ეს არის ინვესტორებისთვის კარგი პირობების შექმნა“,- ემზარ ჯგერენაიამ.

image_pdfimage_print

Comments

comments