საწარმოთა 13,1%-მა ბაზარზე ახალი ან გაუმჯობესებული საქონელი შემოიტანა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში, საწარმოთა 13,1%-მა ბაზარზე შემოიტანა ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული საქონელი, ხოლო იმ საწარმოთა წილი, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში დანერგეს ახალი ან არსებითად გაუმჯობესებული მომსახურება, განისაზღვრა 13,9%-ით.

საქონლისა და მომსახურების ინოვაციები უმეტეს შემთხვევაში საწარმოების მიერ დამოუკიდებლად იყო შემუშავებული (შესაბამისად 59,1% და 56,4%). სხვა შემთხვევებში ამ კუთხით მათ მხარდაჭერა მიიღეს სხვა საწარმოებისგან ან დაწესებულებებისაგან. განხორციელებული ინოვაციების 48.2% ახალი იყო საწარმოებისთვის, ხოლო 51.8% – სიახლეს წარმოადგენდა ბაზრისთვის.

საწარმოთა ჩართულობა ინოვაციურ აქტივობაში შედარებით მაღალი წილითა გამოხატული ისეთ სფეროში, როგორიცაა მანქანა – დანადგარების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა – 21,5%. საკმაოდ მაღალი წილი ჰქონდა აგრეთვე დიზაინს (15,6%), ინოვაციურ აქტივობასთან დაკავშირებულ სწავლებას (13,8%) და საკუთარ კვლევებსა და დამუშავებებს (13,1%):

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში საწარმოთა 29,5%-მა შეიმუშავა საქონლის/მომსახურების ფასდადების ახალი სისტემა, 27,1%-მა განახორციელა მნიშვნელოვანი ცვლილებები პროდუქციის ესთეტიკურ დიზაინსა და შეფუთვაში, 23,8%-მა უზრუნველყო ახალი მედიის ან ტექნიკის შემოტანა პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.

image_pdfimage_print

Comments

comments