გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის პრეზიდენტს შეხვდა

Giorgi Margvelashviliდღეს  გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან დორის ლოიტჰარდთან  პირისპირ შეხვედრისას განიხილა მრავალი მნიშვნელოვანი თემა განიხილა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის ანექსიური, აგრესიული, პროვოკაციული ქმედებები და შვეიცარიის განსაკუთრებული როლი საქართველო – რუსეთის ურთიერთობების საკითხებში.

საქართველოს პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობის განხილვის თვალსაზრისით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო-შვეიცარიის 25 წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და მადლობა გადაუხადა დორის ლოიტჰარდს შვეიცარიის მიერ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში შესრულებული უმნიშვნელოვანესი მისიისათვის – შუამავლის როლისა და საქართველოს ინტერესების მხარდაჭერისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიელ კოლეგას რუსეთთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს პოზიტიური ნაბიჯისა, რუსეთთან ურთიერთობის პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი არ არის და მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარია, როგორც შუამავალი ქვეყანა ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

Giorgi Margvelashvili.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის მი

ერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებით. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ფაქტობრივი ანექსიის ნათელი ნიშანია რუსეთის მიერ ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები.

საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული ნაბიჯები და ცალსახა აგრესია უწოდა ნოემბრის დასაწყისში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლობის გახსნასა

image_pdfimage_print

Comments

comments