აგრესია და ძალადობა მოზარდებში – ვერაზე მომხდარი ტრაგედია

1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული, რომლიდანაც ერთი დაკავებულია, მეორე კი მიმალვაში იმყოფება. შესაბამისად, მიმალვაში მყოფ მოსწავლეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პრესკონფერენცია გამართა. მან იმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომელთა გატარებასაც სამინისტრო ძალოვან სტრუქტურებთან ერთად, სკოლაში ძალადობისა და აგრესიის აღმოფხვრის მიმართულებით აპირებს.

„გუშინ შევხვდი შს მინისტრს. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პრევენციის პროცესს. დავსახეთ მანდატურის სამსახურის გაძლიერების ღონისძიებები, საწყის ეტაპზე სკოლების მონიტორინგის პროცესში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური მომსახურების ცხელი ხაზი, სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვებიან მშობლები“, – განაცხადა მინისტრმა.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს.  დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მიმალვაში მყოფი მეორე ბრალდებული ერთერთ მონასტერს აფარებს თავს. ამ ინფორმაციას პატრიარქის მოსაყდრე გამოეხმაურა:

“ვერაფერსს გეტყვით და არ მგონია ეს სიმართლე იყოს. ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია, უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩვენთაგანისთვის ეს არის ტრაგედია, საზარელი სისასტიკე და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, ღმერთმა აცხონოს მათი სულები“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

პროკურატუარაში აცხადებენ, რომ მკვლელობის ბრალდებით ძებნილ პირს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.

სამი დღის წინ  მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შესძრა. 51-ე საჯარო სკოლასთან საზოგადოების წევრები და გარდაცვლილთა ახლობლები მიდიან და დაღუპულ მოსწავლეების ხსოვნას პატივს მიაგებენ. დღესაც, გუშნდელის მსგავსად, მდუმარე აქცია – „ნუ მომკლავ“ გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ხორავას ქუჩის ტრაგედიის გამო, გლოვის დღე ოფიციალურად გამოცხადდება თუ არა.

გუშინდელ შეხვედრაზე  შსს–ს და განათლების მინისტრები შეთანხმდნენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს  საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებას, ასევე შედგება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი ასევე იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე.

საგანმანათლებლო სისტემაში კრიზისულ სიტუაციაზე საუბრობენ სასულიერო პირებიც. კერძოდ, მამა თეოდორე გიგნაძე მიიჩნევს, რომ

“ჩვენ იდეალების გარეშე დავრჩით. არ არსებობს აღმზრდელობითი სისტემა არც ჯარში, არც – სკოლაში… მივიღეთ ეს, რაც მივიღეთ. ქრისტე განდევნილია საგანმანათლებლო სისტემიდან და მიზეზად უამრავი რამ მოაქვთ – ის, რომ დემოკრატიული საზოგადოება ამას არ ითვალისწინებს; ის, რომ ჩვენ სასულიერი პირები არ ვართ იმ სიმაღლეზე, როგორც ამას ქრისტიანობა მოითხოვს. ეს ყბადაღებული ციანიდის თემა, რომ თავის თავისთვის ვერ მოუვლიათ და ჩვენ რა უნდა გაგვიკეთონ და ა.შ. ის, ვისაც არ უყვარს ქრისტე, ნიშნისმოგების თემად აქციეს. რეალურად კი, ჩვენ ქრისტე განვდევნეთ ჩვენი თავიდან და ვიღებთ იმას, რაც ხდება დღეს.

ქრისტესგან ისწავლება სიმშვიდე და სიმდაბლე, რაც არის საწინააღდეგო აგრესიისა. ქართველი კაცი ფიცხია ბუნებით, ცოტა ამპარტავნებიც ვართ და შესაბამისად, თუ არ გვექნა ცხოვრება ისეთი, თითქოსდა ჩვენი გენეტიკაა ამაზე აშენებული, ჩვენი ენა, კულტურა ყოველთვის ქრისტესთან ერთად იყო და ჩვენ დვრჩით ამის გარეშე და მივიღეთ აგრესია. მე, როგორც მღვდელი გამოსავალს ვხედავ ამაში – დავაბრუნოთ ქრისტე საზოგადოებაში.”– აღნიშნა მამა თეოდორემ “იბერიას” ტელეთერში”

www.premiumi.ge

image_pdfimage_print

Comments

comments