სააკაშვილის დაკავება კიევში (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სპეცდანიშნულების რაზმს მისი წაყვანის უფლებას არ აძლევენ. თითქმის ნახევარი საათია, დაკავებული სააკაშვილი მიკროავტობუსში იმყოფება.

უკრაინული ოპოზიციის ერთერთი ლიდერის მხარდამჭერები და თანაგუნდელები საკუთარი მანქანებით მივიდნენ და გზები ჩაკეტეს, რათა სააკაშვილის გაყვანა ვერ მოხერხდეს.  ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი მხარდამჭერები ცდილობენ გადაატრიალონ ის მიკროავტობუსი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან სპეცრაზმია მობილიზებული. სააკაშვილი ჩხრეკისას სახლის სახურავზე ავიდა და ხალხსა და სპეცრაზმს სახურავიდან მიმართა. სააკაშვილი სპეცდანიშნულების რაზმმა საკუთარ სახლში დააკავა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ექსტრადაციას არ გამორიცხავს.

უკრაინინი უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის ხელშეწყობა-დაფარვას ითვალისწინებს.

image_pdfimage_print

Comments

comments