საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ერთადერთი ქალი მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს პრიზიორია

5 დეკემბერს ანაჰაიმში (აშშ) მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) იასპარეზა. ატაცში საქართველოს ნაკრების ერთადერთმა ქალმა 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის გოტფრიდი საქართველოს პირველი ძალოსანი ქალია ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა. აკვრაში ანასტასიამ გოტფრიდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა (135.140.145), ხოლო ორჭიდში (265 კგ) ჩემპიონობა იზეიმა. მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ჩილელმა მარია ვალდესმა დაიკავა 255 კგ-ით (109+146), ხოლო მესამე დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმერი სანტანა იყო 254 კგ (113+141).  ამ ეტაპზე 4 მედალია: შოთიკო მიშველიძის ორჭიდის ბრინჯაო, ანასტასიას 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი. 6 დეკემბერს, 05:25 საათზე ამერიკულ ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოვა.

image_pdfimage_print

Comments

comments