ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე Facebook-ის თანამშრომელი გახდა

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი Facebook-ის თანამშრომელი გახდა. ლუკა ლომთაძე სტაჟირებას Facebook-ის სათავო ოფისში გაივლის. ინფორმაციას სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

ლუკა გაცვლითი პროგრამით ამერიკაში იმყოფება, სადაც მან “ფეისბუქთან” გასაუბრების რამდენიმე ეტაპი გაიარა. ლუკა “ფეისბუქმა” 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა. ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა ფეისქბუქის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება.

„ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“ – ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლო პარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება.

newposts.ge

image_pdfimage_print

Comments

comments