“პუტინი ის ადამიანია, რომელმაც რუსეთი ფეხებზე დააყენა“

ნინო ბურჯანაძემ РИА Новости-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილოების შესახებ  მიესალემება და მიიჩნევს, რომ ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, პუტინის გადაწყვეტილება რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა მას უჭერს მხარს.

“რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურად ვაფასებ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, რომელმაც შეიძლება რუსეთს უხელმძღვანელოს. ის მართლაც ადამიანია, რომელმაც რუსეთი ფეხზე დააყენა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

“მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემს კანდიდატურას ვაყენებ. ამაზე საუკეთესო ადგილი და მიზეზი ამის გამოცხადებისთვის, მგონი არ არსებობს”, – თქვა პუტინმა.

რუსული კანონმდებლობა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთი ვადით პრეზიდენტობის უფლებას აძლევს. ის პირველად პრეზიდენტად 2000 წლის 26 მარტს აირჩიეს, მეორედ 2004 წელს, მესამედ კი 2012 წელს. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 18 მარტს ჩატარდება.

image_pdfimage_print

Comments

comments