თბილისის მერი მოქალაქეებს კვირაში ორჯერ მიიღებს

 Похожее изображениеკახა კალაძემ სპეციალური ჯგუფი შექმნა, როემელიც მოქალაქეებს კვირაში ორჯერ მიიღებს. მოქალაქეების მიღება ხუთშაბათს და პარასკევს მოხდება.

„იმისთვის, რომ მერიისა და მოქალაქეების კოორდინაცია უფრო გამართული იყოს, მივიღე გადაწყვეტილება, შევქმნათ სპეციალური ჯგუფი, რომელიც კვირაში ორჯერ განახორციელებს მოქალაქეების მიღებას, შესაბამისად, მისი პრობლემების შესახებ მოისმენს და რეაგირებას მოვახდენთ ჩვენი სამსახურების კომპეტენციისა და კანონის ფარგლებში. ეს დღეები იქნება ხუთშაბათი და პარასკევი. ხუთშაბათს 10:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო პარასკევს, 13:00-დან 18:00 საათამდე,“ – განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დედაქალაქის მერი ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი, როგორც ქლაქის მმართველის  მიზანია  თბილისი მსოფლიოს საუკეთესო დედაქალაქებს შორის ყოველთვის იყოს და უფრო მეტი გაკეთდეს იმისთვის, რომ ქალაქი გაცილებით ლამაზად განათდეს.

„ჩვენ არავის არაფრით ჩამოვუვარდებით – საახალწლო განათებებსაც გავაკეთებთ, ისე როგორც ეს ჩვენს დედაქალაქს სჭირდება, ეკოლოგიასაც მივხედავთ, ტრანსპორტსაც განვაახლებთ, მოვაწესრიგებთ ინფრასტრუქტურას, რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ძველ თბილისს და ამაში ვერავინ შეგვეწინააღმდეგება. მაქვს ამბიცია იმისა, რომ ჩემი დედაქალაქი ყველაზე ლამაზი და განათებული იყოს ევროპულ და ზოგადად, მსოფლიო ქალაქებს შორის. ამიტომ, ნამდვილად მიუღებელია ის აბსურდული განცხადებები, რაც გაკოტრებული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით, იტალიურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება სწორი გადაწყვეტილება იყო.

„კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. გასულ წელს, საახალწლოდ ლონდონი ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ჩვენი დედაქალაქი ყველაზე საუკეთესო და ლამაზი იყოს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

image_pdfimage_print

Comments

comments