იერუსალიმში სიტუაცია დაიძაბა

აშშ-ს  პრეზიდენტის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებამ აღმოსავლეთ იერუსალიმში არეულობა გამოიწვია. დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი გუშინ აღიარა და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსლიმში გადატანის ბრძანებაც გასცა.

იერუსალიმის სტატუსიდან გამომდინარე, რომელსაც  პალესტინა-ისრაელს შორის არსებული დავა განაპირობებს, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები თელ-ავივშია განთავსებული. საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა ჯერ კიდევ 1995 წელს მიიღო. მაგრამ  ქალაქის სადავო სტატუსის გამო, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი პერიოდულად ახანგრძლივებდა გადაწყვეტილების ძალაში შესვლის  ვადას.

ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ეტაპი უკვე დააანონსა მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერმა. სიმაილ ჰანიას განცხადებით, იერუსალიმის ისრეალეის  დედაქალაქის აღეარებით დონალდ ტრამპმა “ჯოჯოხეთის კარიბჭე გააღო”.

დღესვე აღმოსავლეთ იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები დაიწყო. ბეთლემში პალესტინელებმა საბურავებსა და ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდეს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. ამავდროულად, ისრაელი უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.  მასშტბური საპროტესტო აქციებისა და არეულობის გამო დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში სასწავლო პროცესი შეწყდა.

აშშ–ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ არსებულ სიტუაციაში მას აქვს ხმის უფლება, როგორც პალესტინელების უდიდესს დონორსა და ისრაელის საუკეთესო სავაჭრო პარტნიორს.

“ევროკავშირს აქვს ცხადი და ერთიანი პოზიცია. ჩვენ გვჯერა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტს ერთადერთი რეალისტური გადაწყვეტა ეფუძნება ორ ქვეყანას და იერუსალიმს, როგორც ორივე მხარის  დედაქალაქს.”-  განაცხადა მოგერინიმ. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.  ფედერიკა მოგერინი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში, იერუსალიმში მდებარე რელიგიური სიწმინდეების მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობის ესკალაციაა მოსალოდნელი.

“ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, იერუსალიმში, რელიგიური სიწმინდეების მიმდებარე ტერიტორიაზე დაძაბულობის ესკალაციაა, ის რაც ხდება იერუსალიმში, მთელი რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია,” – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

 

image_pdfimage_print

Comments

comments