ინდიელთა ბელადებმა ტრამპს ღია ომი გამოუცხადეს

ჩრდილო ამერიკის ინდიელთა 5 ტომის ბელადმა პრეზიდენტ ტრამპს ღია ომი გამოუცხადეს. მიზეზი – ინდიელების კუთვნილ მიწებზე არსებული ნაკრძალის შემცირებაა.

ერთი წლის წინ აშშ–ს მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა ბრძანება იუთას შტატში, ინდიელებისთვის საკრალური დანიშნულების მიწებზე, “ბერს ირსის” ნაკრძალის შექმნის შესახებ. ამ ქმედებისთვის ინდიელთა ხუთი ტომის კავშირი რამოდენიმე ათწლეულის მანძილზე იბრძოდა. მაგრამ 2017 წლის 4 დეკემბერს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნაკრძალის 85% –ით შემცირება ბრძანა.

ბელადები აცხადებენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრამპი და სხვა ბიზნესმენები ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებას აპირებენ. ხოლო ინდიელებისთვის ეს საპატივსაცემო და ისტორიული ადგილია, რადგან აქ წინაპართა მრავალი სამარხი თუ საკულტო ნაგებობაა. “ფაქტობრივად, ეს უზარმაზარი მუზეუმია ღია ცის ქვეშ” – აცხადებენ ინდიელები.

“მრავალ პოლიტიკოსს უჭირავს თვალი ამ მიწაზე, მათმა სურვილმა დაეპატრონონ ამ ტერიტორიას დღეს ჩვენ, ინდიელები, შეგვაშფოთა. როდესაც პრეზიდენტმა ობამამ ეს მიწები ძეგლად გამოაცხადა, ჩვენ გამარჯვებას ვზეიმობდით. წამიერად მოგვეჩვენა, რომ ისტორია აღარ განმეორდებოდა. მაგრამ 4 დეკემბერს ტრამპმა ნაკრძალის შემცირების შესახებ განაცხადა, რამაც ინდიელთა მასობრივი პროტესტი გამოწვია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიწები დავიცვათ და ძალიან ცდებიან, თუ ფიქრობენ, რომ ამას ვერ შევძლებთ. მე მითქვამს ტრამპისთვის – თუ მართლაც გსურთ გააძლიეროთ ამერიკა, დახმარებისთვის მის ძირძველ მოსახლეობას უხმეთ. მაგრამ მათ ჩვენთან ომი სურთ და ისინი ამას მიიღებენ.”– განაცხადა შონ ჩაპუზიმ, იუთას ტომის წარმომადგენელმა.

image_pdfimage_print

Comments

comments