„სააკაშვილის სიტუაცია საერთაშორისო ყურადღების მიპყრობად არ ღირს”

პეტრო პოროშენკო არ გამორიცხავს, რომ უკრაინის საგამოძიებო ორგანოებმა  სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ექსპერტიზისთვის  შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართონ.

„სააკაშვილის სიტუაცია საერთაშორისო ყურადღების მიპყრობად არ ღირს, იმიტომ რომ არსებობს კონკრეტული დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ორი რამ, პირველ რიგში გამოძიების გამჭვირვალობა და მეორე საგამოძიებო ორგანოების გახსნილობა და მიუკერძოებულობა, ასევე ეფექტური მიუკერძოებელი სასამართლო. იმისთვის, რომ ეს იყოს აბსოლუტურად ღია და ქონდეს აბსოლუტური ნდობა, მე არ გამოვრიცხავ, რომ გამოძიებამ დამატებითი ექსპერტიზებს მიმართოს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებსაც“- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, თუ არსებობს კანონდარღვევის ფაქტები, ისეთი როგორიცაა საზღვრის უკანონო გადაკვეთა, აგრესორი ქვეყნისგან დაფინანსების მიღება იმისთვის რომ სახელმწიფოში მშვიდობას ძირი გამოეთხაროს, ამისთვის არსებობს შესაბამისი პასუხისმგებლობა.

კიევში, უმაღლეს რადასთან საპროტესტო აქცია გრძელდება. მიხეილ სააკაშვილი კვირას, მხარდამჭერებთან ერთად მარშისთვის ემზადება. ოპოზიციონერების განცხადებით, მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან. მთავარ მოთხოვნად კი, კვლავ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება რჩება.

image_pdfimage_print

Comments

comments