Top-5 შემზარავი ტრადიცია


თითოეულ კულტურას განსხვავებული წეს–ჩვეულებები აქვს, თუმცა ზოგიერთი მათგანი შესაძლოა იმდენად შემზარავი იყოს, რომ ახალბედა ტურისტს თავი საშინელებათა ფილმში ეგონოს. ეს ეხება როგორც რელიგიურ რიტუალებს, ასევე ჩვეულებრივ ყოფით წესებს.

  1. პირსინგის ფესტივალი: ინდოეთში, მალაიზიაში, შრი–ლანკაში, სინგაპურში, ტაილანდსა და მნიამაში ინდუისტები ღვთაება მურუგანის დღესასწაულზე სხეულს იხვრეტენ, რკინის საგნებს და სქელ თოკებს იყრიან.

  1. ჭიანჭველიანი ხელთათმანები: ამაზონის ტომი სატერ–მაუ ბიჭების დიდ ცხოვრებაში შემოსვლას სპეციალური რიტუალით ხვდება– საგანგებოდ ამ დღისთვის შეკერილი ხელთათმანებით ბიჭები ველურ ჭიანჭველებს აგროვებენ. ასეთი ჭიანჭველას ნაკბენი ტყვიის ნასროლის თოლფასია. მხოლოდ ამგვარი ტკივილის ატანის შედეგ ბიჭს სრულფასოვან მამაკაცად აღიარებენ.

  1. იანომამის ტომის დაკრძალვის რიტუალი: ეს ტომი ბრაზილიისა და ვენესუელის ტერიტორიაზე ბინადრობს. ტომში გარდაცვლილი ნათესავის გვამს წვავენ, ხოლო ფერფლსა და ძვლებს წვნიანში ამატებენ და სიამოვნებით მიირთმევენ. მიაჩნიათ, რომ გარდაცვლილ სულებს ამით უკვდავებას ანიჭებენ.

  1. ცეკვა მიცვალებულებთან: მადაგასკარში პერიოდულად ტარდება ფამადიხაბის ფესტივალი, რომლის ერთერთი შემადგენელი ნაწილი მიცვალებულებთან ცეკვაა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ფესტივალის მონაწილეები გარდაცვლილი ნათესავების გვამებს საფლავებიდან იღებენ, ლამაზად აცმევენ და მათთან ერთად კოცონის გარშემო ცეკვავენ.

  1. ზედმეტი თითები: პაპუა ახალ გვინეაში მობინადრე ტომი დანი (ნდანი)შემზარავ და სასტიკ რიტუალს დღემდე იცავს. როდესაც ტომში ვინმე გარადაიცვლება, გლოვის ნიშნად რომელიმე ნათესავი ხელზე თითს იკვეთს, სახეს კი დამწვარი გვამის ფერფლით იმურავს. მოკვეთილ თითებს კი გარდაცვლილთან ერთად მარხავენ.