ნიკა რურუა:”ქართველი ხალხი მესამე პრეზიდენტის ციხეში ჩასმას ვერ აიტანს”

კიევში სააკაშვილის სასამართლო პროცესს “ერთინი ნაციონალური მოძრაობა” თბილისში აქციით გმოეხმაურა. პარტიის წევრებმა  საპროტესტო აქცია  უკრაინის საელჩოსთან გამართა.

“ნაციონალური მოძრაობა” მოიქცევა ადექვატურად – ამის შესახებ უკრაინის საელჩოსტან შეკრებილი ენმ-ს ლიდერები და მხარდაჭერები საუბრობენ.

„მიხიელ სააკაშვილი იქნება საპატიმრო დაწესებულებაში, თუ იქნება გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება პოროშენკოსთვის დასასრული. უბრალოდ აქ საუბარი იმაზეა, რომელი უფრო დააჩქარებს ამას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ხდება დღეს კიევში და როგორია მოსახლეობის განწყობა პრეზიდენტის მიმართ და როგორი გამოხმაურება მოჰყვა სააკაშვილის დაკავებას დასავლეთის მხრიდან , ფაქტია რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა აღიქვამს, როგორც კორუფციასთან მებრძოლ ლიდერს, რომელსაც ებრძვის უკრაინის პრეზიდენტი. ეს არის მოცემულობა და თუ ასე გაგრძელდა უკრაინა დადგება უფსკრულის პირას, როდესაც მას დასავლეთი ზურგს შეაქცევს.“- განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.

ნიკა რურუა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ეშინიათ როგორც უკრაინელ, ასევე ქართველ ოლიგარქებს.

“სიტუაციის ადექვატურად მოვიქცევით, ეს არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ბრძოლის ნაწილი. ანტიკორუფციული და ანტიოლიგარქული ბრძოლის ფრონტის მებრძოლია, რომლისაც ძალიან ეშინიათ, როგორც უკრაინელ ასევე ქართველ ოლიგარქებს. თუ სააკაშვილის დეპორტაცია გადაწყვიტეს საქართველოში ეს პარტიული საქმე აღარ არის. დიდი შანსია, რომ პოროშენკომ სააკაშვილის მოცილება გადაწყვიტოს, თუმცა ქართველი ხალხი მესამე პრეზიდენტის ციხეში ჩასმას ვერ აიტანს. ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ, რომ კონსტიტუციურ ფარგლებში დავიცვათ დემოკრატია და მისი დამცველი “- განაცხადა ნიკა რურუამ.

image_pdfimage_print

Comments

comments