ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 72% გზებს მოხმარდება

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცახდებით, 2018 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის 72% გზების რეაბილიტაცია-მშენებლობაზე დაიხარჯება. ინფორმაცია ამის შესახებ მან პარლამენტში 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის  წარდგენისას გააჟღერა.

ბახტაძის თქმით, გასულ წელთან შედარებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 527 მილიონი ლარით გაიზარდა.

“გამოყოფილი თანხის ფარგლებში, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე დაიხარჯება 288,5 მილიონი ლარი; წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე – 196 მილიონი ლარი; გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი (72%), 1,311 მილიარდი ლარი მიიმართება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტარებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცნობს. მინისტრმა, ბიუჯეტის პარამეტრების გარდა, პარლამენტის სხდომაზე ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ილაპარაკა.

image_pdfimage_print

Comments

comments