ევროპარლამენტმა შაურმის მომზადების რეგლამენტი არ დაამტკიცა

Financial Times-ის ინფორმაციით,  ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული პროექტი ხორცში ფოსფატების გამოყენების აკრძალვას შესახებ ევროპარლამენტის სხდომაზე არ დაამტკიცეს. კანონპროექტი უშუალოდ   შაურმისთვის განკუთვნილ გაყინულ ხორცზე რეგლამენტის დაწესებას ეხებოდა.

ფოსფატების გამოყენების ასაკრძალად სულ  376 ხმა იყო საჭირო. კანონპროექტს მხარი 373 დეპუტატმა დაუჭირა,  წინააღმდეგ კი 272-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

ფოსფატის დანამატს შაურმის მწარმოებლები იმისათვის იყენებენ, რომ გაყინულმა ხორცმა მიმზიდველობა და სურნელი არ დაკარგოს, კერძოდ მის წყალობით ხორცი მომზადების (წვის) პროცესში არ შრება. ზოგიერთმა კვლევამ ფოსფატების მოხმარებასა და კარდიოვასკულურ დაავადებებს შორის კავშირის არსებობა დაადგინა. ამ მოსაზრებას ევროპარლამენტარების ნაწილი იზიარებს და ფოსფატების გამოყენების შეზღუდვას ითხოვს. ამჟამად, ფოსფატების გამოყენება დაშვებულია ახალ ხორცში, თუმცა გაყინულის შემთხვევაში ნორმა არ არის დადგენილი.

image_pdfimage_print

Comments

comments