დავით ნარმანია სემეკ–ის წევრის თანამდებობაზე წარადგინეს


საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ–ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა.

„მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, რომელიც უკვე დამტკიცებულია, და გოჩა შონიას კანდიდატურა. ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტს ეთხოვა დავით ნარმანიას კანდიდატურის ნომინირება”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

მაია მელიქიძის კანდიდატურა პარლამენტმა 30 ივნისს უკვე დაამტკიცა.