“პოროშენკო ჩემს ექსტრადიციაზე საქართველოს ხელისუფლებას მოელაპარაკა”

მიხეილ საასაშვილი საპროტესტო აქციებს  საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გაგრძელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა დააკავონ  და საქართველოში მისი ექსტრადირება განახორციელონ.  როგორც მან  ტელეკომპანია news one-ის ეთერში  განაცხადა, ამის შესახებ პეტრე პოროშენკო  საქართველოს ხელისუფლებას უკვე მოელაპარაკა.

„როგორც ვხვდები პრეზიდენტმა პოროშენკომ, მიუხედავად დასავლელი დიპლომატების მკაცრი გაფრთხილებისა, ჩემი ქვეყნიდან გაძევების და საქართველოში ექსტრადირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ის მოელაპარაკა საქართველოს ოლიგარქიულ ხელისუფლებას და რამდენიმე დღეში ჩემს დაკავებასა და ექსტრადიციას გეგმავენ. საქართვცელოში ცრუ ბრალდებების საფუძველზე, რომელიც პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენებას ეხება, უახლოეს 3-4 დღეში გამოიტანენ განაჩენს.

უკრაინის ისუტიციის სამინისტრო კი ამზადებს დოკუმენტაციას, რომ ჩემი თავიდან მოშორება არა გენერალური პროკურატურის, არამერდ იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით განხორციელდეს. სავარაუდოდ, მე ქვეყანაში აღარ ვიქნები რადგან აქეედან რომელიმე ქართულ ციხეში გადამიყვანენ, მაგრამ ხალხი მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე ხელისუფლების შეცვლის და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით მაინც უნდა გამოვიდეს.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

image_pdfimage_print

Comments

comments