საწვავის ფასი 18.26%-ით გაიზარდა


„ახალგაზრდა ფინანსისტები“ აცხადებენ, რომ საქართველოში საწვავის ბაზარზე მიმდინარე პროცესები აცდენილია გლობალურ ტენდენციებს და დამოუკიდებლად ვითარდება.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ დღეს საწვავის ბაზრის კვლევა წარადგინა, რომლის თანახმად 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის იანვრის ბოლომდე საწვავის ფასი ქვეყანაში 18.26%-ით გაიზარდა. „აფბას“ ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბრიდან 6-მა ნავთობიმპორტიორმა გაზარდა ფასები, მაშინ, როდესაც საწვავის ფასზე მოქმედი ყველა ძირითადი პარამეტრი უცვლელი იყო და არც აქციზის გადასახადი მოქმედებდა.

რაც შეეხება 2017 წელს, ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიებმა ვითარება ხელოვნურად გაართულეს.