2013-2016 წლებში მთავრობის მივლინებებსა და სარესტორნო ხარჯებზე 335 მილიონი დიახარჯა


IDFI- ის კვლევის მიხედვით, 2013, 2014, 2015 და 2016 წლების ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან მთავრობამ მივლინებებსა და წარმომადგენლობით (სარესტორნე, სასაჩუქრე და სხვა) ხარჯებზე 335 მილიონი ლარი დახარჯა.

2016 – მივლინებები – 68 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები – 20.6 მილიონი

2015 – მივლინებები – 63 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები – 17.8 მილიონი

2014 – მივლინებები – 62.4 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები – 17 მილიონი

2013 – მივლინებები – 69 მილიონი, წარმომადგენლობითი ხარჯები – 17 მილიონი

კვლევაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს სტუმრების მიღებების, წვეულებების, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობითი ღონისძიებების, სუვენირების შეძენა/დამზადების, სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფის, და სხვა მსგავს ხარჯებს. წარმომადგენლობითი ხარჯების ზოგად ინსტრუქციას ფინანსთა მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს.

ბრძანების მიხედვით, წარმომადგენლობით ხარჯებზე ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 75 საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საჯარო დაწესებულებების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევის ერთიანი წესი, რომელიც მოაწესრიგებდა სტუმრების მიღების ფორმას, მათი კატეგორიების მიხედვით გამასპინძლებასთან თუ საჩუქრების ყიდვასთან დაკავშირებით გასაწევი ხარჯების ზღვრულ ოდენობებს და სხვა საკითხებს.